"ცეცაძემ იკადრა ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს" - Geo Team-ის განცხადება

AutoSharing Option
"ფეისბუქზე" ქართულმა გვერდმა Geo Team-მა განცხადება გაავრცელა და არასასიამოვნო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება:

"მოგესალმებით! მიწევს ძალიან სამწუხარო განცხადების გავრცელება მზიანი ბელეკიდან. დღეს ჩვენი ბოლო სამუშაო დღეა თურქულ ვოიაჟში და კომენტარებში ძალიან ბევრი თხოვნის ფონზე, გადავწყვიტეთ წავსულიყავით "ტორპედო ქუთაისისა" და დანიური "ოდენსეს" მატჩზე, რათა ქუთაისელი ქომაგისთვის ლამაზი ეპიზოდი გვეჩუქებინა.

დილით "დინამო მოსკოვის" და "დინამო თბილისის" მატჩზე მივედით და რადგანაც ემთხვეოდა მატჩები, თბილისური გუნდის შეხვედრიდან ნაადრევად წამოვედით, რადგან მათ მატჩზე 2 დღის წინ ვიყავით და გვსურდა, ქუთაისელები მაქსიმალურად გვესიამოვნებინა.

აი, იქ რაც მოხდა,
სიბრაზისგან მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად გადმოგცეთ: საქართველოდან ამდენი კილომეტრით მოშორებით ჩასული Geo Team-ი გია ცეცაძემ მატჩიდან გაუშვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ამ ფაქტმა ძალიან დათრგუნა და ისინი ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოზიცია შეუვალი იყო.

ახლა გეტყვით, რეალურად რა არის ამის მიზეზი: 2020 წლის დასაწყისში გია ცეცაძე დაინიშნა "საბურთალოში", სადაც მიიყვანა გიორგი ჭანტურია და სურდა გუნდში გაგი მარგველაშვილისთვის კაპიტნობა, ხოლო გიორგი კოხრეიძისთვის 10 ნომერი ჩამოერთმია და გიორგი ჭანტურიასთვის გადაეცა. ჟურნალისტი ვარ, მოვიპოვე ეს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც დიდ უსამართლობას უკავშირდებოდა და გავაჟღერე. ამის შემდეგ გუნდიდან წასვლა მოუხდა ცეცაძეს. თავად ამბობს, რომ ეს ასე არ იყო და მე ვიტყუები, თუმცა ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი ფეხბურთელი და გუნდის წევრი, ვინც იმ მომენტში "საბურთალოში" ირიცხებოდა, რომ მართალი ვარ. ჟურნალისტი ვარ და ცალსახაა, ყველას ვერ ვეყვარები. ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია გავაჟღერო და დეზინფორმაციის გამავრცელებელი არ ვიყო!

ეს ყველაფერი დღემდე გულში აქვს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს და ამის გამო იკადრა დღეს ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს. ეს არის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება და საქციელი.

სამწუხაროდ, ჩემი ქუთაისის "ტორპედოსადმი" და ქუთაისელი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დღეიდან, სანამ გია ცეცაძე "ტორპედოშია", "ჯეო თიმის" და ამ გუნდის ურთიერთობა დასრულებულია. ძალიან, ძალიან ვწუხვართ, ქუთათურებო!".

მკითხველის კომენტარები / 24 /
სავარაუდოდ თავი გაიპიარეს, პირველად გავიგე ჯეოთიმი, დარწმუნებული ვარ მარტო მე არა. ცეცაძე კი როგორც ტექსტიდან მივხვდი არ ევასებოდა და ბარემ გამოიყენა ამისთვის, ორი კურდღელის დაჭერა გადაწყვიტა, ისე არ მოგივიდეს ვერცერთი დაიჭირო! არამგონი კარგ ჟურნალისტობაზე მიუთითებდეს ასეთი სტატია, ნორმალურად დასკვნებს ვერ გამოიტან
***
12 თებერვალი 2022 17:00
1
რაღაც შედეგს დადებენ და მერე თავი გონიათ იმპერატორები ფეხბურთელებს როგორც მონები ისე ეპყრობიან ყველას არ ვგულისხმობ ოთხმოცი პროცენტი არა კაცები არიან
გია
12 თებერვალი 2022 12:41
2
აქ შემოვარდა ზოგიერთი არაგულშემატკივარი და ლანძღავს ახალგაზრდა ჟურნალისტს. ხალხო თქვენ ვერ ხართ? კაცმა ასობით კილომეტრი გაიარა, რომ გაეშუქებინა გუნდების მზადების პროცესი და თქვენ აქ ცეცაძეს ამართლებთ. აი რას მოგიტანთ ეგ ცეცაძე მალე გამოჩნდება? ეგ კაცი მას შემდეგ არ მომწონს რაც სლოვაკეთთან მატჩში ძველი ბიჭივით შეიჭრა და დაიწყო კაჩავობა
giga
11 თებერვალი 2022 17:55
10
ინტრიგანია არა ის კიდე... რა ინტრიგანი ცეცაძე არ იყო თამაშზე რომ დაიწყო გაწევა და გინება ახალგაზრდულის? უნდა შეგეძლოს ნერვების კონტროლი მწვრთნელუ თუ ხარ. გამოაგდო რა , თავისი გუნდისთვის უარესი გააკეთა.სხვაგან ფულს უხდიან რომ გააშუქო და ჩვენ გადაღებას ვუშლით.
დიმო
11 თებერვალი 2022 16:47
6
srtasburgshi unda gechivla , meti raicit tkvennairma vitom jurnalistebma, pegburti kiara kvekana ariet, tetrze shaviao izaxit. torpedoshi areulobis mockoba ar gamogivida, shen da cacadzem ertmanetshi arkviet urtiertoba da torpedos da kutaiss daanebe tavi shentvis ase ajobebs,
kutaisi
11 თებერვალი 2022 13:46
16
ვინ არის ეს "გეო თემი"???
tngh
11 თებერვალი 2022 12:56
2
ჟურნალისტები ბევრს ცოდავენ მაგრამ.ცეცაძე ასე მაინც არ უნდა მოქცეულიყო.მწვრთნელმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობა გუნდის და გულშემატკივრების წინაშე,რაც აკისრებს მეტ თმენისვალდებულებას.
gio gio
11 თებერვალი 2022 12:47
4
ჩემი სოლიდარობა Geo Team-ს
Klimenti
11 თებერვალი 2022 11:48
15
მეც არ მომწონს Geo Team-ი.
ქ. გ.
11 თებერვალი 2022 11:04
28
ეს ცეცაძე არც მწვრთნელად უქნია ღმერთს და არც პიროვნებად.
აყალმაყალების და პრობლემების ექსპერტია.
G
11 თებერვალი 2022 09:46
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული