"ცეცაძემ იკადრა ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს" - Geo Team-ის განცხადება

AutoSharing Option
"ფეისბუქზე" ქართულმა გვერდმა Geo Team-მა განცხადება გაავრცელა და არასასიამოვნო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება:

"მოგესალმებით! მიწევს ძალიან სამწუხარო განცხადების გავრცელება მზიანი ბელეკიდან. დღეს ჩვენი ბოლო სამუშაო დღეა თურქულ ვოიაჟში და კომენტარებში ძალიან ბევრი თხოვნის ფონზე, გადავწყვიტეთ წავსულიყავით "ტორპედო ქუთაისისა" და დანიური "ოდენსეს" მატჩზე, რათა ქუთაისელი ქომაგისთვის ლამაზი ეპიზოდი გვეჩუქებინა.

დილით "დინამო მოსკოვის" და "დინამო თბილისის" მატჩზე მივედით და რადგანაც ემთხვეოდა მატჩები, თბილისური გუნდის შეხვედრიდან ნაადრევად წამოვედით, რადგან მათ მატჩზე 2 დღის წინ ვიყავით და გვსურდა, ქუთაისელები მაქსიმალურად გვესიამოვნებინა.

აი, იქ რაც მოხდა,
სიბრაზისგან მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად გადმოგცეთ: საქართველოდან ამდენი კილომეტრით მოშორებით ჩასული Geo Team-ი გია ცეცაძემ მატჩიდან გაუშვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ამ ფაქტმა ძალიან დათრგუნა და ისინი ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოზიცია შეუვალი იყო.

ახლა გეტყვით, რეალურად რა არის ამის მიზეზი: 2020 წლის დასაწყისში გია ცეცაძე დაინიშნა "საბურთალოში", სადაც მიიყვანა გიორგი ჭანტურია და სურდა გუნდში გაგი მარგველაშვილისთვის კაპიტნობა, ხოლო გიორგი კოხრეიძისთვის 10 ნომერი ჩამოერთმია და გიორგი ჭანტურიასთვის გადაეცა. ჟურნალისტი ვარ, მოვიპოვე ეს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც დიდ უსამართლობას უკავშირდებოდა და გავაჟღერე. ამის შემდეგ გუნდიდან წასვლა მოუხდა ცეცაძეს. თავად ამბობს, რომ ეს ასე არ იყო და მე ვიტყუები, თუმცა ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი ფეხბურთელი და გუნდის წევრი, ვინც იმ მომენტში "საბურთალოში" ირიცხებოდა, რომ მართალი ვარ. ჟურნალისტი ვარ და ცალსახაა, ყველას ვერ ვეყვარები. ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია გავაჟღერო და დეზინფორმაციის გამავრცელებელი არ ვიყო!

ეს ყველაფერი დღემდე გულში აქვს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს და ამის გამო იკადრა დღეს ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს. ეს არის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება და საქციელი.

სამწუხაროდ, ჩემი ქუთაისის "ტორპედოსადმი" და ქუთაისელი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დღეიდან, სანამ გია ცეცაძე "ტორპედოშია", "ჯეო თიმის" და ამ გუნდის ურთიერთობა დასრულებულია. ძალიან, ძალიან ვწუხვართ, ქუთათურებო!".

მკითხველის კომენტარები / 24 /
არა ხარ სწორი, შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე, მწვრთნელს ეტყვიან მისას, გუნდს და ქომაგებს არაფერი დაუშავებია, ეგ თქვენი პირად საქმის გარეთრე
ქომაგი
11 თებერვალი 2022 09:11
2
ყველა მწვრთნელს აქვს თავისი ახირებები. ცეცაძემ შედეგი დადოს და თუ უნდა ყველა ჟურნალისტი გაუყრია სტადიონიდან. სხვათაშორის, ბევრ დიდ გუნდს აქვს მსგავსი დამოკიდებულება, თუ ჟურნალისტი არ მოსწონთ, თამაშზე აკრედიტაციას არ აძლევენ. მაგალითად, რეალ მადრიდის პრესკონფერენციაზე ძირითადად მხოლოდ მათთვის მისაღები ჟურნალისტები ესწრებიან.
პელიდი
11 თებერვალი 2022 05:46
5
არა ძმაო სასწაული ხალხი ვართ რა...როგორ ბედავთ და ამ შემთხვევაში ჟურნალისტს ასანაშაულებთ ზოგიერთები?არაადამიანურად მოიქცა გია ამას რათ უნდა განხილვა??
ლუკა
11 თებერვალი 2022 03:30
17
,,როგორ ბედავთ"-ო ? :)
სტალინი ხარ თუ მიშა?! არ უნდოდა და არ დაუშვა,გამომივიდნენ რა,ძალად ჟურნალისტები
ადამიანი
11 თებერვალი 2022 09:24
20
ინტრიგანია ეს ხო
Leva
11 თებერვალი 2022 01:14
28
ტორპედო ფანი ვარ ვოცნებობ მალე მოცილდეს ქუთაის ცეცაძე
macbook pro
11 თებერვალი 2022 00:50
15
Ტორპედო როგორც კლუბი ქართული ფეხბურთისთვის მართლაც ბევრს ნიშნავს, ნამდვილ გულიან გულშემატკივრებსაც დიდი პატივისცემა ჩემგან. Მაგრამ აი ამ მობლატავე სასტავს ვერ გმგიგეთ რააა. Სამი თვის წინ იხვეწებოდით ვინმემ გვიშველეთ არიქა და ურიქაო სიმონ და ახლა? Თუ რამის თავი გაქვთ ბიჭებო და კაცებო რატომ ვისაც საჭირო იყო ვერ მოთხოვეთ? Ეხლა აქ არავინ მეკამათოს თორე მოვიდა ჩაჩავააა და მერე კიდევ ძალიან სერიოზული იტალიელი ::დ
Gela
10 თებერვალი 2022 23:40
7
ცეცაძე დიდი მწვრთნელია, არ დაგავიწყდეთ, კარპატი უკრაინის ჩემპიონი გახადა, ახლა ტორპედოსაც ჩემპიონს გახდის.
Р
10 თებერვალი 2022 23:38
18
ჟურნალისტი კიარა ინტრიგანი ხარ! რასაც იმსახურებდი ისე მოგექცნენ...შენ პირადულს პროფესიონალურში ნუ ურევ
ზაზა
10 თებერვალი 2022 23:10
50
ძამია, არ მგონია პროფესია სწორად გქონდეს არჩეული)))) არაა მაი შენი საქმე და მოძებნე რამე სხვა.
ნეტა ვიცოდე ვის აშინებ შენი არ ჩასვლით ქუთაისში? ისე არ მოხდეს ჩემპიონობის აღნიშვნისას სახვეწარი გაგიხდეს ფეხბურთელებთან კომენტარების ჩაწერა. ტორპედოში მწვრთნელები მოვლენ და წავლენ. თუ ჟურნალისტი ხარ უნდა იცოდე, რომ ეს სპორტული ცხოვრების თანმდევი პროცესია. ტორპედო და მისი ქომაგები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან. შენ კი ამ დროს ტელევიზორთან იჯდები. არ ვიცი რას საქმინაობ, მაგრამ ძალიან სუსტი ხარ ეტყობა მაგ საქმეში. გაიარე ვინმესთან კონსულტაცია და იქნებ ნელ-ნელა კლასიც აიმაღლო
ძამია
10 თებერვალი 2022 23:00
57
შე დალოცვილო ჟურნალისტი ვარო იძახი და ის არიცი, რომ თამაშიდან გამოშვების უფლება არავის აქვს? და იქნებ ოდენსეს თამაში გადასაღებად იყავი ვისი რა სქმეა. ან თუიმის ამბიცია გაქვს, რომ ჟურნალისტი ხარ მაგ პროფესიის ხალხი ყველაფერს აკეთებს სასურველი მასალის მოსაპოვებლად და ვისი რა საქმეა რას იღებდი????????? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მიზეი გჭირდებოდა, რომ ეს მომხდარი მერე დაგეწერა და ამით პიარი გაგეკეთებინა. ამხანაგური თამაშის გადაღებაზე, რა უფლებების მოპოვება გჭირდებოდა)))))) სასწაული რა.
ქუთაისელი
10 თებერვალი 2022 22:17
24

სიახლეები პოპულარული