ქეცბაიას მარცხი დაავიწყდა, თუმცა ჯერ ლიდერობაზე არ ფიქრობს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" "არისი" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა და ზედიზედ 11 მატჩია, რაც დაუმარცხებელია. ფამაგუსტის კლუბი უკვე მე-13 წუთზე აგებდა, თუმცა გამარჯვება მოახერხა. მასპინძელთა რიგებში გიორგი ლორიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა:

"ძალიან რთულია თამაშის მოგება და ამავდროულად, კარგი ფეხბურთის თამაში. მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით, არ ვიტყოდი, რომ ცუდად დავიწყეთ. კარგია, რომ რეაგირება მოვახდინეთ, მეორე ტაიმში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ...

ბედნიერი ვარ, რომ ამდენი პრობლემის მიუხედავად, გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა და გაიმარჯვა.
ჩვენ არ ვჩერდებით, რეგულარული სეზონისთვის კიდევ რამდენიმე თამაში გვაქვს და მერე ვნახოთ, რისი პრეტენზია შეგვიძლია გვქონდეს.

როცა რამდენიმე საკვანძო მოთამაშე ტრავმირებულია, ეს მარტივი არ არის. გაგვიჭირდა, მაგრამ მჯერა, რომ სამართლიანად მოვიგეთ.

ჩვენთან ახლოს რომელი გუნდებიც არიან, პირველ რიგში, ისინი გავიაროთ და ლიდერ "აპოლონზე" შემდეგ ვისაუბროთ. მეორე ადგილზე რომ ვიყოთ, რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ მეხუთეზე ვართ."

"ანორთოსისი" 14 თებერვალს "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი  ოქრიაშვილის,  ქვილითაიასა და დაუშვილის "აპოელს" ესტუმრება.

altინჯგია შევიდა და 90-ე წუთზე თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

altზედიზედ 9 მატჩში დაუმარცხებელი ქეცბაიას "ანორთოსისი" მეოთხედფინალშია

altნინუას დებიუტის მოლოდინში და ქეცბაია ფორვარდის პრობლემით



მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგიხარ კარგი
kaka
17:54 12-02-2022
0
მიდი თემურ შეუბერე, ყველაფერი კარგის ღირსი ხარ.................
სტალინი
18:54 11-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული