"ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ იმედგაცრუებულები ვართ. ქულა რომ აგვეღო, მჯერა, ყველა იტყოდა, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებდით...
ეს არის ფეხბურთი... ჩვენ ვეთამაშეთ ლიგის საუკეთესო გუნდს. ისინი საუკეთესო გამტანები არიან. თუ მათ სტატისტიკას დააკვირდებით - სწრაფად თამაშობენ და ერთმანეთის ესმით...
ჩვენ ვცდილობდით მათ შეჩერებას, გუნდურად დაცვას და გუნდურად შეტევას, რამაც გამახარა, მაგრამ ასევე იმედგაცრუებული ვარ, რადგან მჯერა, რომ ქულის მოპოვება
ეს არის ჩემი გუნდის ხელწერა, სულისკვეთება და დამოკიდებულება, რომელიც მათ აჩვენეს.
დღეს ნამდვილად იყო დღე, როდესაც მე ბიჭებით ვამაყობ. ასევე, დიდ პატივს ვცემ გულშეატკივრების ძალისხმევას - ასეთ სიცივეში და სველ ამინდში ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ.
მათ ძალისხმევა დაინახეს, კარგი საფეხბურთო მატჩი იხილეს, სადაც ორივე გუნდი ლამაზი, მიმზიდველი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა."
ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ქართველი სპეციალისტის გუნდი 15 თებერვალს "შეფილდს" ესტუმრება.
მწვრთნელის ხელი ეტყობოდა გუნდს, ტაქტიკა იყო ახალი 4-3-3 აიაქსის სტილი და კომბინაციების გათამაშებასაც ცდილობდნემ. თუმცა შემსრულებლები ჰყავთ საშინელი. შემტევები კარში ვერ ახვედრებენ ბურთს, მცველები კიდევ დაცვაში ერთი/ერთზე პოზიციურ ბრძოლებსაც აგებენ და სისწრაფეშიც ვერ უქაჩავენ მოწინააღმდეგის თავდამსხმელებს. გაუჭირდება ამ ფეხბურთელებით რამის მიღწევა. იმედია არ გავარდებიან და დაიწყებენ ქულების დაგროვებას
სასტარტო სისწრაფე 30 მ-ზე დასავლეთ ევროპული სტანდარტების მიხედვით: 18 წლის და ზევით - 3,9;
სწრაფგამძლეობა: 18 წლის და ზევით - 10 კმ უნდა დაფაროს 40 წუთში.
ამის შესრულების შემდეგ ნებისმიერ გუნდთან ჩნდება მოგების შანსი, რადგან ფეხბურთელები ძალიან გვიან იღლებიან და თუ მოწინააღმდეგე იგივე დონეზე არ არის მომზადებული ბევრად ადრე დაიღლება - შესაბამისად შეცდომებსაც ბევრად მეტს დაუშვებს!