თურქულ შეკრებაზე "ტორპედო" ამხანაგურ მატჩში უკრაინის პრემიერლიგის "ოლეკსანდრიას" დაუზავდა - 1:1.
მე-12 წუთზე "ოლეკსანდრია" დემჩენკომ დააწინაურა, ხოლო 28-ე წუთზე ცინცაძემ პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
ტორპედო (სასტარტო): ჰამზიჩი, მირცხულავა, სანდოხაძე, ნადარაია, ტაბატაძე, მანჯგალაძე, ძარია, ქიმაძე, არაბიძე, ბუღრიძე, მჭედლიძე
სათადარიგოები: ლაბაძე, კვასხვაძე, ახვლედიანი, აბულაძე, შულაია, თევზაძე, ცინცაძე, ჩარგეიშვილი
17 თებერვალს "ტორპედო" უკრაინის "დესნას" შეხვდება.