"ჰალ სიტი" "ქუინს პარკ რეინჯერსს" დაუზავდა

AutoSharing Option
ინგლისური ჩემპიონშიპის 33-ე ტურში შოთა არველაძის "ჰალ სიტი" "ქუინს პარკ რეინჯერს" ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ქართველი სპეციალისტის გუნდმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, თავი მარკუს ფორსიმ გამოიჩინა.

მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და 75-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს, გოლი ილიას ჩერიმ გაიტანა.

ამრიგად, "ჰალ სიტის" 34 ქულა აქვს და მე-20 ადგილს იკავებს, გასავარდნი ზონიდან კი 13 ქულითაა დაშორებული, შოთას გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 თებერვალს, "ბარნსლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგია შოთი კარგიიი!!!!. წარმატებები შემდეგ თამაშებში და საერთოდ ყველა ქართველს,რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ-ღმერთმა ხელი მოუმართოს....
შუკაკიძე
21:46 19-02-2022
0
მეორე-მესამე ადგილოსან გუნდს მე-20 ადგილიდან გასვლაზე ფრე ეთამაშო, არის ძალიან კარგი შედეგი. შოთის ხელი ნელნელა ეტყობა გუნდს. წარმატებები !!!
nika
21:57 19-02-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული