ქეცბაიასთან ადრე ვარსკვლავები თამაშობდნენ - კვიპროსული მედია წარსულს იხსენებს

AutoSharing Option
26 თებერვალს, კვიპროსის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის უკანასკნელ ტურში, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი", სადაც ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ გიორგი ლორია გამოდის, გათამაშების ლიდერს, რევაზ ინჯგიას "აპოლონს" ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩამორჩენას 5 ქულამდე შეამცირებს.

კვიპროსული Philenews-ი ამ გუნდების 2008 წლის 22 ნოემბრის დაპირისპირებას იხსენებს, როცა გამარჯვების გოლი "ანორთოსისის" ბრაზიელიელმა ვარსკვლავმა სავიომ გაიტანა. გამოცემა წერს, რომ ქეცბაიას გუნდში ადრე ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები  გამოდიოდნენ და დღეს ასე არაა.

სავიომ, რომელმაც მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო, ფამაგუსტურ კლუბში 16 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ამ თემამ სხვა მოგონებებიც გააღვიძა.

2004-09 წლებში,
როცა ქართველი სპეციალისტი "ანორთოსისს" პირველად წვრთნიდა, შემადგენლობაში გამორჩეული ფეხბურთელები სულ ჰყავდა - საბერძნეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი ტრაიანოს დელასი თუ გიორგი ქინქლაძე, რომელიც კარიერის მიწურულს, 2004-05 წლებში, "რუბინში" გადასვლამდე, სწორედ ამ გუნდში თამაშობდა.

რაც შეეხება დელასს, ის "ანორთოსისში" 2008-10 წლებში გამოდიოდა. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ქეცბაიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და ღირსეული თამაშიც მოახერხა.

იმედია, ქართველ სპეციალისტს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე ისევ ვიხილავთ...

altქეცბაიას სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო - "ანორთოსისმა" ქართველების აპოელ-ს სძლია

altგენიოსი, წარმოუდგენელი და უდიდესი ტალანტი, რომელიც არაფრით მოვიდა და ყველაფერი წაიღო - გიორგი ქინქლაძეზე ინგლისური გამოცემა წერს

მკითხველის კომენტარები / 5 /
კომენტარი სადარიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
kaka
18:03 22-02-2022
0
გაუმარჯოს ქეცბას ქეც ქეც ქეც გმერტმა დალოცოს
kaka
17:34 22-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული