"აიაქსმა" არველაძეს დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 თებერვალს, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე 49 წლის გახდა.

ამსტერდამის "აიაქსმა" ჩვენებურს დაბადების დღე ნიდერლანდურ გუნდში გატანილი 10 საუკეთესო გოლით მიულოცა.

შეგახსენებთ, დღეს, 23:45 საათზე, ჩემპიონშიპის 34-ე ტურის შეხვედრაში, შოთა არველაძის "ჰალი" აუტსაიდერ "ბარნსლის" ესტუმრება და მონატრებული გამარჯვების მოპოვებას ეცდება. სადებიუტო შეხვედრაში აღებული 3 ქულის შემდეგ ქართველი სპეციალისტის გუნდს აღარ მოუგია.

ჰალელები გასავარდნ ზონას საკმაოდ (13 ქულით) აღემატებიან და თუკი დღეს გამარჯვებას მოახერხებენ, ფაქტობრივად, მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყება შეუძლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გარკვეული ინტრიგა იარსებებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე-8 გოლი, თუ არ ვცდები, უდინეზეს კარში გააქვს, აიაქსი აგებდა, 2:0 იყო ანგარიში და 2:1 გახადა შოთიმ ბოლო წუთზე და ამ გოლით აიაქსი შემდგომ ეტაპზე გავიდა. აიაქსმა თუ მოიფიქრა ეს, ჩვენმა საიტებმა რატომ ვერ მოიფიქრეს მსგავსი რამ?
ბადრი ბ
16:34 22-02-2022
1
ვუერთდები მილოცვას! მაღალი დონის საფეხბურთო ინტელექტი. რა მარჯვენა რა მარცხენა, ძალიან მაღალი კლასი. ერთი სიტყვით ლეგენდა კაცი. დარწმუნებული ვარ ინგლისიშიც იტყვის თავის სიტყვას, რაც არც ისე მარტივია მწვრთნელებისთვის და არამარტო მწვრთნელებისთვის. ძალიან მაღალი დონის საფეხბურთო ქვეყანაში სადაც ყველაფერს დიდ ყურადღებას აქცევენ. წარმატებები!
ირაკლი
20:12 22-02-2022
0

სიახლეები პოპულარული