არველაძე იმედგაცრუებულია - "ზოგჯერ ზედმეტის თქმა საჭირო არცაა"

AutoSharing Option
შოთა არველაძემ აღიარა, რომ იმედგაცრუებულია "ჰალ სიტის" ცუდი თამაშის ("ბარნსლისთან" 0:2) გამო, რადგან "ვეფხვები" ზედიზედ მესამე საშინაო მატჩში დამარცხდა.

არადა, "ბარნსლი" მთელი სეზონის განმავლობაში გასვლითი მოგების გარეშე იყო და ცხრილის ბოლოშია დაფუძნებული...

ჰალელებს საშინელი პირველი ტაიმი ჰქონდათ - მეკარის ცუდი თამაშისა და უარესი დაცვის ხაზის პირობებში.

თუკი "ჰალის" გულშემატკივრები მეორე ტაიმში ცვლილებას ვარაუდობდნენ, ასე არ მოხდა. არველაძემ, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, იმედგაცრუება ვერ დამალა:

"ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით და ამან თამაში გაართულა. კარგი ისაა, რომ ბიჭებმა თავად იციან - ცუდი თამაში იყო, ზოგჯერ
ზედმეტის თქმა საჭირო არცაა...

ისინი პატიოსანი, კარგი ბიჭები არიან და იციან, რომ ჩვენ დღეს გუნდურად არ გვითამაშია. ინდივიდუალური შეცდომები იყო, მაგრამ პირველ რიგში, გუნდურად არ ვიყავით კარგ ფორმაში და თამაში ამიტომაც წავაგეთ.

საკუთარ მოედანზე დიდი გულშემატკივრობით ვითამაშეთ. ამიტომ უნდა გამოხვიდე და გააკეთო ის, რასაც ყველა მოელის.

თქვენ აძლევთ ბურთს და ისინი გიტანენ გოლს, ტაიმის ბოლო წუთზე კუთხური ინიშნება და შემდეგ ვუშვებთ მეორეს. ასე რომ, რთულია...

ჩვენ პოზიტივი უნდა შევინარჩუნოთ - კარგი იყო გულშემატკივრების მოსვლა და ისინი ბოლო წუთამდე მხარში გვიდგანან. ჩვენ მაინც ვცდილობდით, მეორე ტაიმში რეაგირება გვქონოდა."

"ჰალს" სიტუაციის გამოსწორება კვირის ბოლოს, კიდევ ერთ აუტსაიდერ "პიტერბროსთან" შეეძლება. გასავარდნ ზონაში მყოფ "დერბის" ქართველი სპეციალისტის გუნდზე 2 თამაშითა და 13 ქულით ნაკლები აქვს.

მომზადებულია hulldailymail-ის მიხედვით

alt"ჰალმა" შოთა არველაძეს იუბილე აუტსაიდერთან მატჩში ვერ მიულოცა

alt"აიაქსმა" არველაძეს დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა [VIDEO]

altარველაძე მეკარისა და გამტანის პრობლემით - რათა დაქვეითების საფრთხე არ არსებობდეს...

altგაგიკვირდებათ და, ამის აზრს ვერ ვხედავ... - არველაძე თავისუფალ აგენტებზე


მკითხველის კომენტარები / 14 /
მწვრთნელობის გაგნებაში არ ხარ შოთა, ვანოს შოუში ხუმრობები უკეთ გამოგდის.)))
გიო
12:09 23-02-2022
17
სადაც ქართველი მივიდა ყველაფერს დედა მოეტ..ა.
ასა
11:59 23-02-2022
19
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული