შოთა football365-მა თვის დამარცხებულებში შეიყვანა

AutoSharing Option
შოთა არველაძე და მისი "ჰალ სიტი" მორიგი ტურის შეხვედრისთვის ემზადებიან. სასიამოვნო სიახლეა მეკარე მეტ ინგრამთან დაკავშირებით - 28 წლის ფეხბურთელი ტვინის შერყევის შემდეგ მომჯობინდა და შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდეს. ცუდი ისაა, რომ მარკუს ფორსი, რომელმაც გატანა დაიწყო, ტრავმირებულია. 

ამასობაში, football365-მა ჩემპიონშიპის წარმატებულ და წარუმატებელ გუნდებზე, მწვრთნელებსა და მოთამაშეებზე დაწერა.

დამარცხებულები

შოთა არველაძე

"ის ახლა და საინტერესოდ იწყებს, თუმცა მიმდინარე თვეში 18 შესაძლებლიდან მხოლოდ ორი ქულა დაგროვდა და დაქვეითებისგან თავის დაღწევა არც ისე მარტივად გამოიყურება. თებერვლის უკანასკნელ შეხვედრაში, "პიტერბოროს" წინააღმდეგ, 3
ქულაზე ნაკლები შეიძლება ნიშნავდეს, რომ "ვეფხვები" სერიოზულ ზეწოლას განიცდის.

ერთი მოგება და ოთხი მარცხი შვიდი მატჩიდან - "ბარნსლის" საკუთარ მოედანზე (0:2) წაგება კრიტიკას ვერ უძლებს."

"ჰალსა" და "პიტერბროს" შორის სხვაობა 13 ქულაა. ქართველი სპეციალისტის გუნდს გასავარდნ ზონასთან საკმაოდ კომფორტული უპირატესობა აქვს, 26 თებერვალს (19:00 სთ) გამარჯვების შემთხვევაში კი მისი კიდევ უფრო განმტკიცება შეუძლია.

altშოთა არველაძე: უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია

altარველაძის "ჰალი" შემტევში დიდ თანხას გადაიხდის

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უნდა ვაი მწვრთნელს
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული