ქეცბაია დამშვიდდა და უკეთესი შედეგები აქვს - კვიპროსული მედია

AutoSharing Option
არავის შეუძლია, ის აფეთქება დაივიწყოს, რაც თემურ ქეცბაიას "ნიუკასლის" რიგებში, "ბოლტონის" წინააღმდეგ ჰქონდა. ქართველი სპეციალისტი ასეთივე გაბრაზებული იყო, როცა კორონავირუსის გამო კვიპროსის ჩემპიონატი ნაადრევად დაუმთავრეს და ჩემპიონობის შანსი წაართვეს...

მიმდინარე სეზონის დასაწყისში "ანორთოსოსის" საქმეები კარგად ვერ მიდიოდა. აეკ-თან მატჩის შემდეგ ქეცბაიამ თქვა - "ყველაფერს საზღვარი აქვს!" ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ჩათვალეს, რომ თემურის მოთმინების ფიალა აივსო...

ქეცბაია იმ აზრამდე მივიდა, რომ უკეთესი შედეგებისთვის სიმშვიდე იყო საჭირო. ის ახლა სათადარიგოთა სკამზე გაცილებით თავშეკავებულია. ამასთან, როცა საქმეები კარგად არ მიდიოდა, ქართველი სპეციალისტი მოთამაშეების
ფსიქოლოგიურ განწყობაზე ზრუნავდა.

შეუძლია თუ არა ქეცბაიას, გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანოს? - რა თქმა უნდა,
შეუძლია - თუკი ასევე მშვიდად განაგრძობს. ამ სეზონის წინ კლუბის ბიუჯეტი გაიზარდა და ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს, მწვრთნელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს...

მომზადებულია Kerkida-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები წარმატებები წარმატებები ჯიგრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
aron
16:42 03-03-2022
0
თემუ ყველა ნორმალური შენსკენაა და შეუბერე, ნაგვებს კი რა გამოლევს......
gori
14:59 03-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული