"მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო..." - დავით ხოჭოლავა

AutoSharing Option
დანიური "კოპენჰაგენის" ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბრის შესავალში წერია:

"დავით ხოჭოლავას ოჯახი უკრაინიდანაა. მან გადაწყვიტა, რომ ამ ინტერვიუთი თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის დასახმარებლად. ის ჩაწერილია გასული კვირის მოვლენების წინ, როცა ომში მისი სიმამრი დაიღუპა. საბედნიეროდ, ოჯახის სხვა წევრები უსაფრთხოდ არიან."

ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსაც განიხილავს:

"ის, რაც ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა ბოლო კვირის განმავლობაში გადაიტანეს, საშინელებაა - თავს სარდაფებს აფარებენ, შიშობენ, რომ ხვალინდელი დღე არ გაუთენდებათ.

ბომბები ყველგან ეცემა. უნდა გავუძლოთ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. რუსეთი
უკვე დამარცხებულია. უკრაინა ადამიანებს კარგავს, მაგრამ ისინი გმირები არიან. ომის შემდეგ უკრაინელები უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე ომამდე და ამაში მათ მთელი მსოფლიო დაეხმარება...

Sportall.Ge

ევროპის მისიაა, ლტოლვილებს დავეხმაროთ, თუნდაც სათამაშოებით ბავშვებისთვის, რომლებიც ბომბების შიშით სარდაფებში ცხოვრობენ...

მინდა მთელ უკრაინელ ხალხს და მის პრეზიდენტს ბოდიში მოვუხადო ჩემი ქვეყნის (საქართველო) მთავრობის გამო. იმიტომ, რომ მათ უარი თქვეს, ქართველი მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში გამოეშვათ. ასევე უარი თქვეს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირონ. უკრაინას ჩვენ ვჭირდებით. ნამდვილად მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო.

წარმოუდგენელია მოხალისეების არგაშვება უკრაინაში ოკუპანტებთან საბრძოლველად, მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2014 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანამ ხელში დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ოლქებიც ჩაიგდო და ახლა კი ყველა ხედავს, რასაც აკეთებს უკრაინაში. მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ მოვიშოროთ ეს დიქტატორი, რომელმაც ჩემი სამშობლოს 20% წამართვა და ახლა ჩემი ოჯახისა და ჩემი მეუღლის ქვეყნის დაპყრობა სურს."

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ დანიური კლუბის რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. "კოპენჰაგენი" 17 მარტს კონფერენს ლიგაზე განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრას ნიდერლანდურ პსვ-სთან (პირველი მატჩი 4:4) საკუთარ მოედანზე გამართავს. 

alt"ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა..." - დავით ხოჭოლავას მეუღლემ ომში ოჯახის წევრი დაკარგა





მკითხველის კომენტარები / 63 /
რაგინდათ ხალხო გაგვაგებინეთ რაა ოომიიი გინდათ თუ რა გინდათ ღარიბაშვილს ვეთანხმებიი სწორედ მოიქცა ზუსტად არცერთი ქართველი არ უნდა ბრძოლობდეს სხვა ქვეყნისთვის!!!!არაა ომს როცა აზრი არ აქვს ნუ აღიზიანებთ რუსეთსს და პუწინს….
Ragindat omi
16 მარტი 2022 21:24
21
ეჰ, დავით, დავით! შენ და არც ერთ ქართველს ბოდიში კი არ გაქვთ, მოსახდელი, არამედ უნდა იამაყოთ, რომ მთელი საქართველო, მთავრობა, ერი და ბერი ყველაფერს აკეთებს მოძმე უკრაინისათვის მართლა რეალური საერთაშორისო პოლოტიკური, სამართლებრივი, თუ ეკონომიკური მხარდაჭერისა და დახმარების მიზნით და უკრაინელი ერიც მადლიერია ამ თანადგომისათვის. შენ ისეთი სულელური ბოდიში მოიხადე, რომლის მსგავსი სისულელეც, მთელი შენი ცხოვრების მანძილზე არ გექნება ჩადენილი!
ამი
16 მარტი 2022 21:09
13
თუ ეგრე შეგტკივა გული,წადი და იბრძოლე, ვინმემ დაგიშალა? მოხალისეებს მთავრობა არა გზავნის.ეს ომის გამოცხადებას ნიშნავს. ჯერ გაერკვიე და მერე ილაპარაკე!
გიო
16 მარტი 2022 21:00
13
კუნთმაგარი და ჭკუასუსტი .
ტოტო
16 მარტი 2022 20:44
19
ეს ჩვეულებრივი კარიერისტი ყოფილა სამწუხაროდ,ევროპულ გუნდში ევროპულ ყაიდაზე უკრავს და საკუთარი ქვეყნის და ხალხის რეალურ ინტერესებს არაფრად აგდებს,ძალიან უნიჭო გონების კაცია რბილად რომ ვთქვათ
გია
16 მარტი 2022 20:06
13
რაო ბიძიკო, მარტივია არა, შენ კოპენჰაგენში წამოგორებულს, გინდა სხვა ქართველი ბიჭები შეაჟლიტო რუსულ არმიასთან ომს?! ჩაბრძანდი უკრაინაში და იომე თუ ესე გეხალისება, არავინ დაგიშლის... ნაკრებში უარი უნდა ეთქვას მსგავსი განცხადებებისთვის!
დათო
16 მარტი 2022 19:14
18
წადი ტვინი გაანძრიე სანამ რამეს იტყვი!!!
ქართველი
16 მარტი 2022 19:09
13
რომ ჰქონდეს ამას მობოდავდა ?
კახა
20 მარტი 2022 14:46
0
იმ დღეს აეროპორტში ვინც იდგა მახსოვს კობა ხაბაზი და ბექა ბასილია(სააკაშვილის ადვოკატი) სად არიან ამდენი ხანი,უკრაინაში ვერ მოხვდნენ?ბილეთის ფული არა აქვთ გადაჯდომით რო ჩაფრინდნენ?
ისე ხო არაა საქმე რო ეს ბოთე მთავრობა არაფერის ბაიბურში არ ყოფილა და იმათ სპექტაკლი დადგეს ვითომ მთავრობა იცავდა ვოვა პუტინს კობა ხაბაზის რისხვისგან? აბა მოიძიეთ ერთი ის ხალხი-რაღაც არ მჯერა ბასილიას მართლა უკრაინაში საომრად წასვლა უნდოდა.
ეგ ტიპები ყველაფერს ცუდს უპირებენ საქართველოს,მაგრამ ისეთი ლუზერები არიან რო არაფერი გამოდით ბევრი.
და ერთსაც დავამატებ-ემიგრაციაში ხალხი ცხოვრობს ზოგი შევარდნაძის დროიდანაა წასული და მაშინ რო იყო რუსთავი2 ცვეტში და მერე შაბათის შოუ იმ დროში არიან ჩარჩენილი-იმ გაჭირვებულებს 2003 წელი ჰგონიათ საქართველოში კიდე და არეცხინებენ ტვინს ტვ პირველს და ფორმულას.(ყველა ემიგრანტს არ ვეხები,მაგრამ ზოგმა ფული მოაგროვა და ჰგონია მიშა თუ არ იქნება პრეზიდენტი საქართველოში როცა დაბრუნდება დააუთოვებენ)
Levani
16 მარტი 2022 19:05
13
ბატონო წერილის ავტორო პირადად თქვენ გთხოვთ: იქნებ არ გამოაქვეყნოთ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი ასეთი გამონათქვამები, რათა ამჯერად მაინც ავიშოროთ საშინელი ტრაგედია, ნუ გადავაყოლებთ ჩვენ ქვეყანას ამბიციებს, საქართველოსთვის არავის გაუწირავს თავი და არც ახლა არავინ მოგვეშველება!!! გთხოვთ გამომიქვეყნო.
საქართველოს გულშემატკივარი
16 მარტი 2022 18:57
13
ეს ადამიანი არის შეყვანილი შეცდომაში ჩვენი ქვეჰნის მტრების მიერ. მან არ იცის რომ ჩარტერით მოხალისეების გაშვება არის ომში ჩართვა, რასაც ჩვენ კი არა არცერთი ევროპული ქვეყანა არ აკეთებს და მას ეს არ უთხრეს. ისე მოხალისეს არავინ უშლის წასვლას, მიდიან და იბრძვიან კიდეც, მაგრამ ჩარტერი ნურას უკაცრავად და ეს რომ სცოდნოდა, მჯერა ამას არ იტყოდა.
QT
16 მარტი 2022 18:37
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული