"მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო..." - დავით ხოჭოლავა

AutoSharing Option
დანიური "კოპენჰაგენის" ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბრის შესავალში წერია:

"დავით ხოჭოლავას ოჯახი უკრაინიდანაა. მან გადაწყვიტა, რომ ამ ინტერვიუთი თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის დასახმარებლად. ის ჩაწერილია გასული კვირის მოვლენების წინ, როცა ომში მისი სიმამრი დაიღუპა. საბედნიეროდ, ოჯახის სხვა წევრები უსაფრთხოდ არიან."

ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსაც განიხილავს:

"ის, რაც ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა ბოლო კვირის განმავლობაში გადაიტანეს, საშინელებაა - თავს სარდაფებს აფარებენ, შიშობენ, რომ ხვალინდელი დღე არ გაუთენდებათ.

ბომბები ყველგან ეცემა. უნდა გავუძლოთ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. რუსეთი
უკვე დამარცხებულია. უკრაინა ადამიანებს კარგავს, მაგრამ ისინი გმირები არიან. ომის შემდეგ უკრაინელები უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე ომამდე და ამაში მათ მთელი მსოფლიო დაეხმარება...

Sportall.Ge

ევროპის მისიაა, ლტოლვილებს დავეხმაროთ, თუნდაც სათამაშოებით ბავშვებისთვის, რომლებიც ბომბების შიშით სარდაფებში ცხოვრობენ...

მინდა მთელ უკრაინელ ხალხს და მის პრეზიდენტს ბოდიში მოვუხადო ჩემი ქვეყნის (საქართველო) მთავრობის გამო. იმიტომ, რომ მათ უარი თქვეს, ქართველი მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში გამოეშვათ. ასევე უარი თქვეს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირონ. უკრაინას ჩვენ ვჭირდებით. ნამდვილად მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო.

წარმოუდგენელია მოხალისეების არგაშვება უკრაინაში ოკუპანტებთან საბრძოლველად, მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2014 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანამ ხელში დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ოლქებიც ჩაიგდო და ახლა კი ყველა ხედავს, რასაც აკეთებს უკრაინაში. მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ მოვიშოროთ ეს დიქტატორი, რომელმაც ჩემი სამშობლოს 20% წამართვა და ახლა ჩემი ოჯახისა და ჩემი მეუღლის ქვეყნის დაპყრობა სურს."

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ დანიური კლუბის რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. "კოპენჰაგენი" 17 მარტს კონფერენს ლიგაზე განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრას ნიდერლანდურ პსვ-სთან (პირველი მატჩი 4:4) საკუთარ მოედანზე გამართავს. 

alt"ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა..." - დავით ხოჭოლავას მეუღლემ ომში ოჯახის წევრი დაკარგა





მკითხველის კომენტარები / 63 /
ზინჩენკომ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის,ჩაკვესაც მადლობა უთხრა თავისმა უკრაინელმა თანაგუნდელმა და შენ რა თავი გამოიდე
გიორგი
16 მარტი 2022 18:10
6
რაგინდათ ხალხო გაგვაგებინეთ რაა ოომიიი გინდათ თუ რა გინდათ ღარიბაშვილს ვეთანხმებიი სწორედ მოიქცა ზუსტად არცერთი ქართველი არ უნდა ბრძოლობდეს სხვა ქვეყნისთვის!!!!არაა ომს როცა აზრი არ აქვს ნუ აღიზიანებთ რუსეთსს და პუწინს….
Ragindat omi
16 მარტი 2022 21:24
21
წადი ტვინი გაანძრიე სანამ რამეს იტყვი!!!
ქართველი
16 მარტი 2022 19:09
13
რომ ჰქონდეს ამას მობოდავდა ?
კახა
20 მარტი 2022 14:46
0
ეჰ, დავით, დავით! შენ და არც ერთ ქართველს ბოდიში კი არ გაქვთ, მოსახდელი, არამედ უნდა იამაყოთ, რომ მთელი საქართველო, მთავრობა, ერი და ბერი ყველაფერს აკეთებს მოძმე უკრაინისათვის მართლა რეალური საერთაშორისო პოლოტიკური, სამართლებრივი, თუ ეკონომიკური მხარდაჭერისა და დახმარების მიზნით და უკრაინელი ერიც მადლიერია ამ თანადგომისათვის. შენ ისეთი სულელური ბოდიში მოიხადე, რომლის მსგავსი სისულელეც, მთელი შენი ცხოვრების მანძილზე არ გექნება ჩადენილი!
ამი
16 მარტი 2022 21:09
13
შვილო დავით, ძალიან საწყენია, რაც დანიურ (!) პრესაში დაგიწერია. ვინმეს, არასააკაშვილის მომხრეს, არა ნაცს ელაპარაკე, შვილო? ხედავ, არავინ არ გლანძღავს, ისევე, როგორც 2008 წელს არავინ ლანძღავდა სააკაშვილს ომის დროს. მაშინაც და დღესაც ყველა ერთად უნდა ვიყოთ. საქართველოს ომში ჩართვა (ამისთვის რუსებს სულ პატარა მიზეზი უნდათ) იცი რას ნიშნევს? სააკშვილმა ომით ხომ დაკარგა 20% ტერიტორიის, ეხლაც მინიმუმ იგივე იქნებოდა, თუ მთლიანი ოკუპაცია და სუვერინიტეტის დაკარგვა არა. მაგრამ 1 რამ კარგი: გმირების რაოდენობა მოიმატებდა; ძალიან ცუდი, რომ დაღუპული გმირების. დაფიქრდი, რაც მე მოგწერე, გაანალიზე და შემდეგ დასკვნებიც გააკეთე და ისე მოიქეცი, როგორც ნამდვილ ქართველს შეფერის. ძალიან გთხოვთ დამიბეჭდეთ, რომ წაიკითხოს დავითმა.
alexandre
16 მარტი 2022 13:15
14
აღარ დავინახო ეს ნაკრებში!!!!
zura
16 მარტი 2022 18:16
10
ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში ნაკრებში, არ უნდა იყოს. ნაკრებში ის ბიჭები უნდა თამაშობდნენ, ვისთვისაც უპირველესი, თავისი სამშობლოა. აღარ გ ა მ ო ი ძ ა ხ ო ნ!!!
ქართველი
16 მარტი 2022 18:22
13
100% !
zura222
16 მარტი 2022 23:05
3
ფეხბურთს მიაწექი. სასირცხვილოდ მანდ რომ გვაქვს საქმე, ისე უნდა
123
16 მარტი 2022 12:16
4
კარგია დაანიდან საუბარი? თავად რატო არ ჩადიხარ?
joko
16 მარტი 2022 13:11
7
დანახვა უნდა იმასაც რომ ჩვენი ქვეყანა უკრაინას საკმარისად ეხმარება,ჰო კონსულებზე მაინტერესებს რახდება?სხვა ქვეყნებმა რატომ გაიწვიეს და ჩვენი რატომ დარჩა იქ?იქნებ გაეცნო ამ ყველაფერს და ასე რაც მოგადგებათ ენაზე არ ილაპარაკოთ?რა იყო ომში ცავბმულიყავით და ერთ დღეში ავეოხრებინეთ ეს გინდოდა?იმას მაინც ვერ ხვდება თქვენი ტვინი რომ ჩვენ ერთი მუჭა ქვეყანა და უკრაინას შორის რამხელა სხვაობაა?მოკლედ რაა...
გეგი
16 მარტი 2022 13:03
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული