უკრაინაში მოთამაშეების სირთულეები - წიტაიშვილის ფორმაში ყოფნა გვჭირდება...

AutoSharing Option
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხვიჩა კვარაცხელიასა და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაშიც რამდენიმე ჩვენებური გამოდის, რომელთა კარიერასაც ახლა სერიოზული სირთულეები აქვს...

გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ენერგიულად გამოჩნდა და ადაპტაცია არ გასჭირვებია - კოსოვოსთან ბათუმში (0:1) წაგებულ შეხვედრაში ის, ფაქტობრივად, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. გიორგის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, სანაკრებო არჩევანიც. მოგეხსენებათ, წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია (ფინალში გოლიც გაიტანა). ამავდროულად, მას კიევის "დინამოში" ნაკლებად ენდობოდნენ და "ჩერნომორეცში" გაანათხოვრეს...

შემტევი ნაკრებშიც და გუნდშიც აქტიურია,
მწვავედ უტევს, იგრძნობა, რომ ძალიან ნიჭიერია, თუმცა შედეგიანობის მხრივ გარკვეული სირთულეები ჰქონდა. მაშინ, როცა გიორგი ამ მხრივ უფრო დაიხვეწა, გოლები გაიტანა და სტაბილურად ათამაშდა, მას იძულებითი შესვენება უწევს...

ჩვენი ინფორმაციით, წიტაიშვილი ახლა საქართველოშია, თუმცა ის მედიასთან ნაკლებად ურთიერთობს. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე უკრაინაში (და რუსეთში) მოთამაშე ფეხბურთელებს კლუბის დატოვება მხოლოდ რამდენიმე თვით (ივნისამდე) შეუძლიათ. ეს ტრანსფერისთვის ცოტა, თუმცა ფორმიდან ამოვარდნის თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი დროა. მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო სეზონის დროს ქართველ შემტევს ვლადიმირ ვაისის "სლოვანს" უკავშირებდნენ (სადაც კაშია და კანკავა გამოდიან), თუმცა ეს საუბარი უფრო შორს არ წასულა...

შეუძლიათ თუ არა ქართულ კლუბებს წიტაიშვილი ზაფხულამდე დაიმატონ? - ეს რთული ამბავია. პირველ რიგში, ფეხბურთელის სურვილი იქნება, ტრანსფერი მისთვის სასურველ ლიგასა და კლუბში გამოვიდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება პირადი კონტრაქტის დეტალები და მთავარი - გრძელვადიან პერსპექტივაში მასზე აქცენტს ვერ გააკეთებენ, ივნისამდე კი ეროვნული ლიგის ნახევარიც არ იქნება გასული. არადა, გიორგის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, მხოლოდ მას არა - საქართველოს ნაკრებს...

ვილი სანიოლმა მარტის ბოლოს დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა მალე უნდა დაასახელოს. ერთი მხრივ, ის უთამაშებელ ფეხბურთელებს ვერ დაეყრდნობა, ამავდროულად კი, სწორედ ასეთ შეხვედრებში შეიძლება მათი ეს დეფიციტი ნაწილობრივ აღმოიფხვრას. აი, ივნისში, "ერთა ლიგაზე" ეს ვერ მოხდება... არადა, ფორმაში მყოფი წიტაიშვილი როგორ გამოგვადგება - ის ცოტათი არაორდინარულად აზროვნებს, თამაშში ახალი შტრიხები შეაქვს და სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობს (შეტევით ფლანგზე, ფორვარდად და კლუბში მცველადაც კი გამოსცადეს)...

altწიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"

altკიევის "დინამომ" წიტაიშვილი MLS-ში არ გაუშვა


მკითხველის კომენტარები / 2 /
ხო ასეა, უთამაშებელი და ფორმაში არ მყოფი არავის სჭირდები, საკუთარ ნაკრებსაც კი.
კვარაცხელიას ხომ ურჩევდით ეგრევე წამოდი და სახლში დაჯექიო , სანამ ფიფა რაიმე კანონს მიიღებდა მანამდეც ურჩევდით (რჩევა ცოტა რბილი ნათქვამია, აგინებდით)
მერე ხომ იტყოდით ფორმაში არაა და რად გვინდა ნაკრებშიო.
0
ძალიან მაგარი ფეხბურთელია წიტაიშვილი და ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წევრი,მას აქვს უკრაინული სკოლა გავლილი და სხვა ქრთველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, გამძლეობა და მაღალი სისწრაფეები აქვს ქართულ ტექნიკასთან ერთად,კრგი იქნება კარგ კლუბსა და ჩემპიონატში თუ მოხვდება.
qomagi
14:22 17-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული