აღნიშნული დახმარება დონეცკის "შახტარის" ორგანიზებით მოწყობილ იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარს გადაეცემა, რომელიც "არენა ლვოვის" ტერიტორიაზეა მოწყობილი. ჰუმანიტარული ტვირთი 200 კომპლექტ საყოფაცხოვრებო ნივთებს მოიცავს, რომელთა ჩამონათვალიც უკრაინულმა მხარემ მოგვაწოდა.
"დინამო თბილისი" პირველივე დღიდან მხარს უჭერს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ამ დახმარებით კი გვსურს ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უფრო მკაფიოდ გამოვხატოთ. თითოეული დინამოელის სურვილია, ამ მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ მოძმე უკრაინელ ხალხს. "დინამო თბილისის", მისი გულშემატკივრებისა და ვეტერანების სახელით გვსურს კიდევ
ერთხელ თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობარ ერს."
fcdinamo.ge