"საქართველო და ბათუმიც ევროპაა, ისე" - დიმა ობოლაძე ხვიჩას წამოსვლას ეხმაურება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიაზე ოფიციალურად მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, "კვარა" ყაზანის "რუბინს" უკვე დაემშვიდობა და მალე ევროპულ კლუბში ვიხილავთ. ყველაზე მეტად იტალიური "ნაპოლის" ვარიანტზე იწერება.

კვარაცხელიას თემა ძალიან აქტუალურია და მას "ინსტაგრამზე" ცნობილი კომენტატორი და ამჟამად გადაცემის - "სპორტი იმედზე" წამყვანი, დიმა ობოლაძეც გამოეხმაურა:

Sportall.Ge

"ხვიჩა რუსეთში ალბათ აღარ დაბრუნდება... და კარიერას ევროპაში განაგრძობს... საქართველო და ბათუმიც ევროპაა, ისე."

შეგახსენებთ, ფიფამ და უეფამ რუსული და უკრაინული კლუბების ფეხბურთელებს უფლება მისცა, თავისუფალი აგენტის სტატუსით ივნისამდე
ახალი გუნდი მოძებნონ. თუკი არსებული სანქციები არ გახანგრძლივდება, მაშინ მოთამაშეებს საკუთარ კლუბებში დაბრუნება და ტრანსფერზე ფიქრი შემდეგ მოუწევთ.


alt"რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე - ლეგიონერების შენარჩუნებაში უმწეონი ვართ

alt"ხვიჩას გაკიცხვის უფლება არ მაქვს" - რუსეთის დუმის დეპუტატი

altხვიჩამ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს - გავუფრთხილდეთ კვარაცხელიას პერსპექტივებს...



მკითხველის კომენტარები / 28 /
საქართველოს საფეხბურთო ევროპამდე ცოტა აკლია :)
რაღა ყანაში გითამაშია და რაღა ზოგიერთ ქართულ სტადიონზე
ასფურცელა
22 მარტი 2022 12:27
3
დიმამ ხომ იპატრიოტა რაც მთავარია :)
odala
22 მარტი 2022 12:42
5
ამას სოსო პავლიაშვილი არ იკადრებდა და თინა კანდელაკი..გეტყობათ როგორი პატრიოტები ხართ ჯერ ხვოჩა გაასწორეთ მიწასთან მერე დანარჩენი ფეხბურყელები სტადიონები და მთელი საქართველოს უკვე მახსრად იგდებთ!!!!
შენსას შენ არ აფასებ და მერე ქართველი ვარო იტყვით რა კომენტარებია ცინოკური მადლობა სასტავ მაგარი ერისშვილებო!!
სოსოს,თინას და თამარას ჯიქიასთან ერთად არ დაუცინია ასე პირდაპირ ქართველებზე და თქვენ კლავიატურაზე ბრტყელი აზრები თავში მოგდით თუ იწერთ სადმეიდან?
შავი კაცი
22 მარტი 2022 17:12
2
შავი კაცი. სად ნახე დიმას გამონათქვამში დაცინვა ვერ გავიგე. თუ ისაა დაცინვა, რომ დიმას საქართველო და ბათუმი ევროპად მიაჩნია, მაშინ შენ გქონია პრობლემები და არა მას.
ჟორა
22 მარტი 2022 18:40
0
ჟორა შენ სად ნახე ჩემს კომენტარში დიმას მიმართ საუბარი საინტერესოა მაგრამ გაგიმარტავ და გეტყვი ეგ იმათ ეძღვნება ,,ვისაც უტყდება ქართული კლუბების ქომაგობა" და რაც შეეხება დიმას ყველა ასე პატრიოტულად ვმსჯელობდეთ,ვაანალიზებდეთ და ვერკვეოდეთ ფეხბურთში კარგი იქნება..
შავი კაცი
23 მარტი 2022 00:44
0
ყველა გამოხმაურება
დეტალების მოგვრებისთვის დრო იყო საჭირო, წამოსვლა ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა. მანამდე უთამაშებელი ვერ გაჩერდებოდა. იმდენს ვერ მიხვდა აქ ხალხი, რომ ემზადებოდა წამოსასვლელად და დრო უნდოდა და ცოტაოდენი მხარდაჭერაც აქედან.
ზოგიერთები იქნებ ნამუსმაც შეაწუხოს და ბოდიშიც მოუხადოს ამ ბიჭს , თუ რათქმაუნდა ღირსება არსებობს მათთვის და სხვა ადამიანის ასე გადათელვა სულერთი არაა.
ვისაც არ აწუხებს და საკუთარ ნაგავში იხრჩობა იმან წამოსვლის მერეც არ მიატოვა ლანძღვა. რას ვიზამთ, უმრავლესობაში არ არიან მაგრამ ზედაპირზე ამოდიან და მეტად ჩანან, შეგნებული ადამიანების პასიურობის ფონზე.
Skeleton
22 მარტი 2022 15:03
1
რუსეთის ჩენპიონატის ორ გზის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს საქართველოში დაბრუნებას უსურვებს

ნეტავი ბევრი იფიქრა ეს რომ ეთქვა?
ურა პატრიოტიზმი
22 მარტი 2022 13:28
7
საქარტველო არა არა ეს უკან გადადგმული ნაბიჯია ჯობია ნიკარაგუა.............
pepe
22 მარტი 2022 12:35
14
ხვიჩა დაბრუნდი ისნტაგრამზე და რამე დაწერე. ნუ ხარ გაბუტული. ვიცი ძნელია ამ ტალახის ატანა მაგრამ ამ ქვეყანაში ვინც უყვართ მხოლოდ იმათ მიმართ ხდება ეს.
კი ვართ ავადმყოფი ერი და სხვისი ლანძღვით ვსაზრდოობთ მაგრამ დარწმუნებული ვარ 90% უყვარხარ და ცუდს არავინ გისურვებს.
წარმატებები...
Herbst
22 მარტი 2022 14:45
4
ბოლო წლების საუკეთესო კომენტატორი-გვარები ეშლებაო აკრიტიკებდნენ,მაგრამ ეგ მე არ მაწუხებს-მთავარია აზარტულად მიყავს.
Levani
22 მარტი 2022 11:34
11
დიმა რას თხოვ მეგობარო იმას ომ ბათუმის დინამოში გადავიდეეს?
დიმას
22 მარტი 2022 11:45
5
საქართველოში შესაბამის ხელფასს ვერ გადაუხდიან, ეგ ხომ შენც კარგად იცი
gio
22 მარტი 2022 12:22
1
მაგარი იქნებოდაააააა, სულ უკან დავიბრუნებდი ყველა ჩენს მოკრძალებულ აზრებს, რაც ამ ბოლო დროს კვარას შესახებ მითქვამს უარყოფით კონტექტში.
შულაია
22 მარტი 2022 11:37
15
ტიპს რეალებზე და მანჩესტერებზე აქვს ფიქრები და ბათუმში ითამაშოს ამას გულისხმობ?...
ბაჩი
22 მარტი 2022 12:14
3
ვინც აგინებდით და წყევლიდით საერთოდ რომ დაივიწყოთ მისი არსებობა და არცერთ მის თამაშს აღარ უყუროთ არ გირჩევნიათ?
.
22 მარტი 2022 14:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული