კვარაცხელია ბათუმის "დინამოში"? - ლადო დვალიშვილის კომენტარი

AutoSharing Option
დღეს დილით ცნობილი საფეხბურთო კომენტატორის, დიმიტრი ობოლაძის ნათქვამი შემოგთავაზეთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა და გარკვეულწილად, მის ბათუმის "დინამოში" ჩარიცხვას არ გამორიცხავდა. როგორც გავარკვიეთ, საქმე უფრო სერიოზულადაა - "კვარა" და ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ჩემპიონთა რიგებში ჩაირიცხებიან.

sportall.ge ბათუმელთა სპორტულ დირექტორ ლადო დვალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ამ საკითხზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერც ვერაფერს დაადასტურებს და ვერც უარყოფს.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს ივნისამდე კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლებათ, შემდეგ კი გუნდებში უნდა დაბრუნდნენ. 

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში კვარაცხელია "ნაპოლის" დაუკავშირეს.

alt

"საქართველო და ბათუმიც ევროპაა, ისე" - დიმა ობოლაძე ხვიჩას წამოსვლას ეხმაურება

altხვიჩამ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს - გავუფრთხილდეთ კვარაცხელიას პერსპექტივებს...

მკითხველის კომენტარები / 47 /
ეს უკან გადადგმული ნაბიჯია ცუდია ტუ არ წავიდა ევროპასი კარგსვერაპელს მოუტანს საქარტველოს ფეხბურტი საწყენია.................
pepe
11:26 24-03-2022
0
ამდენი რბილად რომ ვთქვათ უცნაური შეძახილებითა და რჩევებით კვარაცხელია საგრხნობლად დაზარალდა, და არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, ეხლა გრძელდება მსგავსი, რაც აუცილებლად აისახება ბათუმის "დინამოზე", ჩემპიონ გუნდს მშვენიერი შანსი აქვს ევროპაზე. აიყვანოს კვარა 3 თვით და თუნდაც დროებით შეცვალოს ტაქტიკა უარყოფითად აისახება გუნდზე და არ იქნება გამართლებული, არ აიყცანოს და წარმომიდგენია რა ამბავს აუტეხავენ გუნდს, ანათემას გადასცემენ და მოღალატედ შერაცხავენ ჩემპიონებს, სკამზე რომ დასვას მაშინაც კი, ნეგატიურ ემოციას ზღვარი არ ექნება. ბათუმის "დინამო"საქართველოს ჩემპიონია და უამრავი ხალხის უსაყვარლესი გუნდი! ხვიჩა კვარაცხელიას კი არა, დროებით თავშესაფრის და დალაგებული გუნდის "არევის" საშუალება არ-ვერ უნდა მიეცეს. ეს არაა ექსპეტიმენტალური გუნდი, ან იმ ბიჭებს რა პასუხს სცემთ თავისი ოფლით მედლები რომ მოიპოვეს, "მოდი რა 3 თვე დაისვენე და მერე..." ა.შ." არ მგონია უმაღლეს ლიგაში ამგვარ 3 თვიან ექსპერიმენტს ვინმე თავმოყვარე კლუბი დათანხმდეს.
ტატო
15:29 23-03-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული