"ვწუხვარ, რომ მას საქართველოში უწევს გაქცევა, სადაც წასვლა არ უნდა, საქართველოში ახლა ფეხბურთის დონე ძალიან დაბალია" - კავაზაშვილი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
სსრკ-ის ორგზის ჩემპიონმა ანზორ კავაზაშვილმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ ის რუსულ კლუბში ასპარეზობას აგრძელებდა.

"ეს რას ჰგავს?! ყველა, ვინც ამას აკეთებს, ციხეში უნდა ჩასვა! ეს ნამდვილი დანაშაულია. ჩემი ინფორმაციით, ახლა საქართველოში 30 ათასი რუსი ცხოვრობს და გავიგე, რომ ზოგიერთ რესტორანზე აწერია, რომ რუსებს არ ემსახურებიან, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისია და უმრავლესობა ქართველებისა სჯის მათ, ვინც ასეთ წარწერებს აკეთებს.

მუქარა ოჯახზე? მე აღშფოთებული ვარ ამით, როგორ შეიძლება ამის გაკეთება? როგორ
შეიძლება ქართველები რუსების წინააღმდეგ განაწყო ან პირიქით, ეს ხომ აბსურდია? ჩვენ ხომ ორივე მართლმადიდებლები ვართ და მუდამ ერთმანეთს მხარს ვუჭერდით? სადამდე მივიდა მსოფლიო?

უნდა გესმოდეთ, რომ მას და მის ოჯახს ემუქრებიან და ის საქართველოში უნდა დარჩეს. სხვა შემთხვევაში მას და მის ოჯახს შესაძლოა, რამე დამართონ. რასაკვირველია, ეს "რუბინზე" ცუდად აისახება, განსაკუთრებით, ახლა, როცა გუნდი არც ისე კარგად გამოიყურება.

ხვიჩა კარგი ბიჭია. ვწუხვარ, რომ მას საქართველოში უწევს გაქცევა, სადაც წასვლა არ უნდა, საქართველოში ახლა ფეხბურთის დონე ძალიან დაბალია.

ის რუსეთში ვითარდებოდა და "რუბინის" შემდეგ მისთვის კარი ღია იყო კარგ მოსკოვურ გუნდში ან ევროპაში და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ასე დამთავრდა", - ამბობს კავაზაშვილი.

შენიშვნა: კავაზაშვილის ეს კომენტარი რუსულ პრესაში 21 მარტს გამოქვეყნდა, ანუ იქამდე,  ვიდრე ხვიჩა "დინამოში" გადავიდოდა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
კუმ ფეხი გამოყოვო.....
ყაზა
31 მარტი 2022 14:01
1
ერთი ეგ არი ქართველი და მეორე მე ბაგრატიონი! გარუსებული ბერძენი კავაზიდია წარმოშობით და აქეთ იმოძრვრება როგორ უნდა მოვიქცეთ...
მე
29 მარტი 2022 19:25
0
თქვენი ფეხბურთის დონე აწი ნახეთ,
sake
28 მარტი 2022 00:44
0
ხალხი ერთმანეთს არ უნდა გადაკიდო ამას არც აქაურმა პოლიტიკოსებმა და არ ტელევიზიებმა ხელი არ უნდა შეუწყოს, ეს კარგის მომტანი არავისთვის იქნება.უბრალო რუსი ხალხი იქნება თუ პაკისტანელი, ან კამბოდჯელი თუ ავსტრალიელი საქართველომ ჩვეულებრივ უდა მიიღოს ისინი და ზედმეტი არასაჭირო გმირობების ჩადენები საჭირო არაა,რაც შეეხება პუტინს დამერწმუნეთ ის თავის ხალს არ ეკითხება რა უნდა იმოქმედოს და როდის,ეს კი რუსი ხალხის პრობლემაა თვითონ, აქ უბრალო ხალხი არაფერ შუაშია.არ დაბლოკოთ ეს ახლა, არ დაბლოკოთ.
vinmes d
25 მარტი 2022 18:55
4
Vaxo sanaia shen xar nacebis kaxpa romelic angrevs da ryvnis momaval taobas.shen visunda daustvino xelfas gazlevs saqrtvelos mogalte kezerashvili amis argrcxvenia she qidarastebis momxre sodomisto.
Msvildosan131313
25 მარტი 2022 09:32
2
რუსებზე უფრო მაგარი რუსი ანზორა ოცნებამ ბათუმის საპატიო მოქალაქედ რატომ აირჩია ხომ არ იცით?
სირცხვილია
24 მარტი 2022 20:09
4
chventan fexburtis done sheidzleba dabali iyos magram tkven adamianuri done gaqvt nuli.
giorgi
24 მარტი 2022 15:40
5
მაინტერესებს საქართველოში ნათესავები ყავს? რუსეთის დუმაში უნდა მოხვედრა
და იმიტომ ლაპარაკობს ასეთი სულისკვეთებით თუ ....
გუსანი
24 მარტი 2022 14:00
4
ციხეში თქვენი პუტინია ჩასასმელი!!!
levani
24 მარტი 2022 13:47
2
ვინ დაადასტურა ხვიჩას ბათუმში გადასვლა?
კოტე ბრეგვაძე
24 მარტი 2022 12:19
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული