"ვწუხვარ, რომ მას საქართველოში უწევს გაქცევა, სადაც წასვლა არ უნდა, საქართველოში ახლა ფეხბურთის დონე ძალიან დაბალია" - კავაზაშვილი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
სსრკ-ის ორგზის ჩემპიონმა ანზორ კავაზაშვილმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ ის რუსულ კლუბში ასპარეზობას აგრძელებდა.

"ეს რას ჰგავს?! ყველა, ვინც ამას აკეთებს, ციხეში უნდა ჩასვა! ეს ნამდვილი დანაშაულია. ჩემი ინფორმაციით, ახლა საქართველოში 30 ათასი რუსი ცხოვრობს და გავიგე, რომ ზოგიერთ რესტორანზე აწერია, რომ რუსებს არ ემსახურებიან, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისია და უმრავლესობა ქართველებისა სჯის მათ, ვინც ასეთ წარწერებს აკეთებს.

მუქარა ოჯახზე? მე აღშფოთებული ვარ ამით, როგორ შეიძლება ამის გაკეთება? როგორ
შეიძლება ქართველები რუსების წინააღმდეგ განაწყო ან პირიქით, ეს ხომ აბსურდია? ჩვენ ხომ ორივე მართლმადიდებლები ვართ და მუდამ ერთმანეთს მხარს ვუჭერდით? სადამდე მივიდა მსოფლიო?

უნდა გესმოდეთ, რომ მას და მის ოჯახს ემუქრებიან და ის საქართველოში უნდა დარჩეს. სხვა შემთხვევაში მას და მის ოჯახს შესაძლოა, რამე დამართონ. რასაკვირველია, ეს "რუბინზე" ცუდად აისახება, განსაკუთრებით, ახლა, როცა გუნდი არც ისე კარგად გამოიყურება.

ხვიჩა კარგი ბიჭია. ვწუხვარ, რომ მას საქართველოში უწევს გაქცევა, სადაც წასვლა არ უნდა, საქართველოში ახლა ფეხბურთის დონე ძალიან დაბალია.

ის რუსეთში ვითარდებოდა და "რუბინის" შემდეგ მისთვის კარი ღია იყო კარგ მოსკოვურ გუნდში ან ევროპაში და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ასე დამთავრდა", - ამბობს კავაზაშვილი.

შენიშვნა: კავაზაშვილის ეს კომენტარი რუსულ პრესაში 21 მარტს გამოქვეყნდა, ანუ იქამდე,  ვიდრე ხვიჩა "დინამოში" გადავიდოდა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ანზორ გა**ვი
დათო
23:29 23-03-2022
4
ამას თქვენი საიტის ვალი აქვს, მთელი ერის საგინებლად რომ აქციეთ? :))))) არა, პრობლემა კი არ არის, მაგრამ შეიცოდეთ ხანდახან. :)
რატი
01:18 24-03-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული