ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ ყაზანური გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადასვლაზე Metaratings.ru-სთან ისაუბრა:

"ვფიქრობ, მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. ჯერ ერთი, დიდი ხანია სურდა დიდ ევროპულ გუნდში გადასვლა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მეორე - მას, ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, აშინებს, რაც ახლა უკრაინაში ხდება. საქართველოში ზაფხულამდე ფორმას დაიბრუნებს და ახალი ვარიანტების ძებნას დაიწყებს. ამჟამად "რუბინში" ძალიან ცუდი სიტუაციაა. ალბათ, მას მიმდინარე პირობებში თამაშის მოტივაცია არ ჰქონდა.

ფსიქოლოგიურად ის, დიდი ალბათობით, თავს ცუდად გრძნობს, სახლთან სიახლოვე კი ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში
უნდა დაეხმაროს. საქართველოში დუმილის გამო აკრიტიკებდნენ და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ გრძნობდა უკანასკნელ ხანს რუსეთში თავს ცუდად. ამ ვითარებაზე ბევრი ქართველი გამოთქვამდა მოსაზრებას, ამიტომ ხვიჩას აკრიტიკებდნენ. ისიც ყველაფერს კითხულობს. სავარაუდოდ, ამ მიზეზითაც გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნება იქნებოდა. შემდეგ ღმერთმა ინებოს და დიდ კლუბში გადასვლას შეძლებს. ხვიჩას მაღალი პოტენციალი გააჩნია, მისი ტალანტის შესახებ ყველამ იცის".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩამ გააკეთა ის გოლი, (რათქმაუნდა ბუდუს კარგად შეასრულა) იმ ბოროტების ქვეყნიდანაც წამოვიდა, აქაც არანაკლები ბოროტება დავახვედრეთ მაგრამ გავიდა მოედანზე და ეგ თამაში მოგვაგებინა.
რამდენი შეურაცხყოფა და დამცირება მიიღო ქართველი ხალხისგან, მხოლოდ იმიტომ რომ მოთმინება ვერ ვიქონიეთ და რუსებმაც ჩვენი ხასიათით ისარგებლეს. ყველაზე კარგად გვიცნობენ, იციან რომ ნახევარზე მეტი პროვოკაციული ფოტოს და სათაურის მიხედვით განსჯის და ეგრევე საგინებლად მიადგება...
ამაში გამოგვიყენეს და მშვენივრად გამოუვიდათ.
ამ ბიჭზე საერთოდ არავინ იფიქრა.
0
რუბინი ალბათ მაგრად ნანობს, რა 20 მილიონი თურმე გაუშვი 10-15 , ეხლა დარჩა ხახამშრალი! მასე იცის სიხარბემ!
Vasili
14:19 26-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული