ბრავო ბათუმის "დინამოს" და აგენტს - "რუბინმა" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურა!

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთიდან წამოსვლისას დაგვიანებისთვის აკრიტიკებდა, თურმე საქმე სულ სხვაგვარად იყო და ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილი ოქროა. არა, შესაძლოა, ოქროზე მეტიც. ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა კრიტიკაც მოითმინეს, ლანძღვაც, გინებაც და საქმე გააკეთეს. გააკეთეს ჩინებულად. ხვიჩამ "რუბინი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ბათუმის "დინამოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

არაა გამორიცხული, რაღაც გარიგება შედგა (სავარაუდოდ, ასეცაა), თუმცა ეს ჩვენი საქმე აბსოლუტურად არაა. მთავარია - შედეგი. ყაზანურმა კლუბმა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა და სხვა ყველაფერი მეასეხარისხოვანია.

"თავიდან ხვიჩასთან ხელშეკრულება შეჩერდა. დამატებითი მოლაპარაკებებისას შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით და კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ რუსეთში ყოფნის გამო ის და მისი ოჯახი შეეჯახნენ კრიტიკასა და აგრესიას. აგრეთვე, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფეხბურთელის მომავალი ბედის ინტერესების გამო.
მომავალში კლუბი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება ქვეყანაში ვითარება. კლუბი კვარაცხელიასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება", - განუცხადა "რუბინის" პრესსამსახურმა "ჩემპიონატის" ჟურნალისტ სალავატ მურტაზინს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
იმედია ყველაფერი კანონიერად გაკეთდება და ბათუმი, ან თავად ხვიჩა რამე სანქციას არ აიკითებს, უეფა, ფიფასგან.
რრრ
01 აპრილი 2022 14:19
0
ყველაფერი გასაგებია, რუბინმა იცის ნაკლებ სავარაუდოა უახლოეს პერიოდში სანქციები მოეხსნას, რუსულ კლუბებს, რომც გამოჩნდეს 18-20 მილიონის, თუნდაც 10-ის გადამხდელი, რუბინს თანხას მაინც ვერ ჩაურიცხავს, აი ბათუმთან ჩარიცხვის პრობლემა კი არ იქნება, რასაც შემდეგ, როგორმე რუბინს გადაუგდებს და თავადაც იხეირებს, თუმცა ვეთანხმები ავტორს მთავარია ხვიჩამ დაიხსნა თავი.
ტტტ
01 აპრილი 2022 14:17
0
ბრავო მაშინ თქვით როცა ევროპაში გადავა,ჯერ არავინ იცით არაფერი მანდ რა თამაში და ამბავია ჩახლართული.
ზეზვა
01 აპრილი 2022 13:22
2
გილოცაც ხვიჩა! გილოცავთ ყველა გულშემარკივარს!
გიორგი
01 აპრილი 2022 13:19
0
მაინტერესებს, ბათუმის გავლით რუბინი თუ რაღაც ფინანსურ სარგებელს მიიღებს ტრანსფერიდან, ეს რამე მაქინაციად ჩაითვლება?
რეალურად რომ ვიმსჯელოთ და პოლიტიკა ცოტა ხნით დავაიგნოროთ, 18 წლის სრულიად გამოუცდელი ბავშვი მიიყვანეს და გაზარდეს, შანსი მისცეს, ძირითადში ათამაშეს და რავიცი...
Winter
01 აპრილი 2022 10:44
3
ჰა ეხლა, დაწეროს მავანმა პოსტები, შეკითხვით - რეალში უნდა გადავიდეს ხვიჩა, თუ ბარსაში? :D

ისე არ ქნათ ოღონდ, ბათუმის დინამოში ჩატოვოთ სამარადჟამოდ...
pablo
01 აპრილი 2022 10:34
18
თქვენ მართლა გჯერათ ახლა ამ ზღაპრის?)) რუბინს რომც გაეყიდა ფულს ვერ აიღებდა და მოიფიქრეს ასეთი სქემა, გადაუფორმეს ბათუმს და როცა გაიყიდება ბათუმის გავლით აიღებს რუბინი თანხას.. თუმცა ეს ახლა მეორეხარისხოვანია, მთავარია წამოვიდა და მალე გადავა ტოპ გუნდში.. წარმატებები ხვიჩას
Mose
01 აპრილი 2022 09:45
4
Mose კონსპირაციის თეორიის მამა :D თუ შიდა ინფორმაცია გაქვთ რამე?
ლექსო
01 აპრილი 2022 14:04
1
ებიჭო შედეგი ხოა კაი, მოდი გაგვიხარდეს, რაში გვაინტერესებს ვინ რას მიიღებს, ან რამდენად გაიყიდება? ხვიჩას ვგულშემატკივრობ მე და კაი გუნდში მინდა ვნახო, სიამანოვი აიღებს ლევად ფულს თუ ჯუღელი ნაღდად არ მაღელვებს - ეგაა სისხლის სამართლის საქმე და მაგით დაკავდნენ შესაბამისი ხალხი,ჩვენ მივაწვეთ ფეხბურთს
ჩეტო
01 აპრილი 2022 11:21
0
ბათუმის დინამომ რაიმე სისულელე არ ჩაიდინოს და არ დაასაქციონ.
Solo
01 აპრილი 2022 09:40
2
ფეისბუქის ჭორიკანებო! ხედავთ რამხელა საკბილო გამოგიჩნდათ? მიდით, მიდით, მართლაც მიდით, გაარჩიეთ ვინ, სად, როდის და როგორ ზღვა მასალაა...
გაბო
01 აპრილი 2022 09:15
0
რომ ითმენდნენ და იტანდნენ რუსებისგან მაგიტომ იყვნენ ამდენი ხანი იქ, ბოლო თამაშიც კარგად აიტანეს.
არასწორზე უნდა ვთქვათ არასწორია და სწორზე სწორია.
უნდა მოქცეულიყვნენ როგორც სხვები ან მიებაძათ.
მთელ მსოფლიოს ჰკიდია რუსულ კლუბებთან კონტრაქტები და ამათთვის სხვანაირად მოქმედებდა ნეტა?
სიმართლე
01 აპრილი 2022 08:16
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული