"რუბინი" აჩრდილად იქცა - რას წერენ ხვიჩაზე მისი წამოსვლის შემდეგ?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის "რუბინიდან" წამოვიდა და ახლა ამ კლუბის მდგომარეობა ნაკლებად გვაღელვებს, თუმცა სანამ მათი ამბების გაგება "ჩვევაში" გვაქვს, საინტერესოა, ლეონიდ სლუცკის გუნდმა ქართველი ლიდერის გარეშე როგორ ითამაშა და ამაზე რუსულ მედიაში რას წერენ.

ყაზანელები ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ, ამჯერად რუსეთში დარჩენილ ერთადერთ ქართველ, გია გრიგალავას "ხიმკისთან" -2:3. ქართველმა მცველმა დასკვნითი 5 წუთი ითამაშა.

შეხვედრის შემდეგ, Match TV წერს:

"რუბინი" გასული სეზონის აჩრდილად იქცა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ გრანდში ვერ გადავიდა,
ამას ტრავმაც დაერთო და მან ფორმა დაკარგა. ახლა ხვიჩამ "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა. მანამდე, სხვა მოთამაშეები (დროებით) წავიდნენ. კლუბის ხელმძღვანელობას მთავარ მწვრთველ ლეონიდ სლუცკის მიმართ ისევ დიდი ნდობა აქვს."

შეგახსენებთ, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიამ ფიფას მინიჭებული უფლება გამოიყენა და ყაზანელებთან კონტრაქტი შეაჩერა, თუმცა საბოლოოდ მან ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ზაფხულში კი იტალიურ "ნაპოლის" უკავშირებენ. ხვიჩა "რუბინში" 2019 წლიდან გამოდიოდა, რა დროშიც 9 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი ჰქონდა.

altკვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინმემ იცის რა ხდება ზურიკო დავითაშვილის გარშემო?
რუბინის კლუბის საიტზე ხვიჩა შემადგენლობის "ატზაიავლენინშია", ხოლო ზურიკო "ზაიავლენინში'უწერიათ. საიდან - სადაო?
ვაჟა მასწავლებელი
01:02 04-04-2022
0
გრიგალავასგამ არ გაგიკვირდეთ რო დარჩეს. ხიხო
sellforRICHS
22:45 03-04-2022
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული