კვარაცხელიას ტრანსფერში ჩართული 2006 წლის იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი ყოფილა

AutoSharing Option
ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ "ნაპოლიში" გადასვლაზე საკმაოდ ბევრი იწერება, განსაკუთრებით, იტალიურ მედიაში. CalcioMercato კი იმ ფეხბურთელს ასახელებს, რომელიც მოლაპარაკებებშია ჩართული:

"ხვიჩას მამა ბადრი კვარაცხელია მწვრთნელია, რომელსაც აზერბაიჯანის ნაკრებში უთამაშია. ტრანსფერის საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელი იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი კრისტიან ძაკარდოა."

ძაკარდო ამჯერად 40 წლისაა. ის იტალიის ნაკრების წევრი მაშინ იყო, როცა "სკუადრა აძურამ" 2006 წელს მუნდიალზე გაიმარჯვა. მცველს "ბოლონიაში", "სპეციაში", "პალერმოში", "ვოლფსბურგში", "პარმაში", "მილანში", "კარპში", "ვიჩენცაში", "სპარტანსა" და "ტრე ფიორში" უთამაშია.

მოგეხსენებათ, კვ
არაცხელიამ ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გუნდიდან წასვლაში კი ხელი არ შეეშლება და დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ევროპაში ვიხილავთ.

altსიომინმა ხვიჩაზე La Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა და ჩინებული რეკომენდაცია მისცა - ინსინიეს ორეულია

altუკვე კონკრეტიკა - კვარაცხელიას "ნაპოლიში" მომავალი ტრანსფერის დეტალები

მკითხველის კომენტარები / 3 /
პიცასავით გამოიწერა? ძაკარდია თუ ბოლტი?
ანდუყაფარი
18:13 05-04-2022
5
ზაფხულში ნაპოლი 99% გადაწყვეტილია, მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა. მანამდე როგორმე აარიდეთ ტრავმები და უხეში თამაში, ცუდი მინდვრის საფარზე თამაში...
როგორმე ეს ორი თვე გაუფრთხილდით
Herbst
18:00 05-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული