La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია 1-ელ ივლისს "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტმა" გუშინ Il Mattino-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება.

"ეს ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ნაპოლის" პირველი შენაძენი იქნება. ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ 21 წლის კვარაცხელიას ნეაპოლურ გუნდში გადასაყვანად, რომელსაც ადრე "მილანს" უკავშირებდნენ, ყველაფერი გაკეთებულია.

"რუბინთან" დამშვიდობების შემდეგ კვარაცხელიამ სეზონის სამშობლოში დასრულება გადაწყვიტა, ბათუმის "დინამოში" გადავიდა, 1-ელი ივლისიდან კი "ნაპოლის" ახალი მოთამაშე გახდება. ის ძალიან სწრაფი თავდამსხმელია, კარგად ეხერხება დრიბლინგი და "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს. ხვიჩა ლორენცო
ინსინიეს ადგილს დაიკავებს, რომელიც კანადაში გაემგზავრება, რათა "ტორონტოში" დაიწყოს თავისი თავგადასავალი", - წერს გამოცემა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" უნდა ქართველი 9.5 მილიონ ევროდ შეიძინოს, თანხა სამ ტრანშად დაფაროს, სეზონურ გასამრჯელოდ კი ბონუსებიანად 1.1 მილიონს დაუნიშნავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმატება, ნაპოლის გულშემატკივრები ვხდებით!!!!!
zaza
08:37 06-04-2022
0
წარმატებები კვარადონას
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული