კომენტარის გარეშე: საქართველო - შვედეთი 0:15

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე შვედეთთან 0:15 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე A ჯგუფში ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა (ბურთების შეფარდება 0:35) და 12 აპრილს ჰელსინკში ფინეთს შეხვდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - შვედეთი 0:15

გოლები: 0:1 როლფე (3), 0:2 ანგელდალი (8), 0:3 ბლაკსტენიუსი (15) 0:4 ანგელდალი (18). 0:5 სემბრანტი (21), 0:6 ბლაკსტენიუსი (27), 0:7 ანდერსონი (29), 0:8 ანგელდალი (32), 0:9 ჰურტიგი (35), 0:10 ანგელდალი (39), 0:11 ჰურტიგი (42), 0:12 ბლომკვისტი (67), 0:13 ასლანი (76),
0:14 ასლანი (81, პენ), 0:15 სხოუგი (90+4)

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ქველიძე (პასიკაშვილი 61), სუთიძე, ტატუაშვილი, დანელია, მატვეევა, ჩემინავა, კალანდაძე (ქადაგიშვილი 80), ჭყონია, ჭიჭინაძე (ეჯიბია 46)

მკითხველის კომენტარები / 17 /
სადღაც, 1912-13 წლებში, საფრანგეთის კაცთა ნაკრებმა 0:12 რომ წააგო ინგლისის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი, საფრანგეთში ეს მიიღეს პროგრესად, რადგან, წინა წელს, 0:15 ჰქონდათ წაგებული. ეხლა, კი მოგეხსენებათ საფრანგეთის ნაკრების ძალა.
ფაქტიურად, სულ ახალი სახეობაა ჩვენთვის ქალთა ფეხბურთი. ვაცადოთ. განა ასე უსაშველო რაა.
მიშა
16:21 08-04-2022
3
ცალკარას თამაშობდნენ?
ფერნანდო
13:41 08-04-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული