"კარგი იყო, რომ მთავარმა მწვრთნელმა არაერთი ფეხბურთელი გამოსცადა. ტრავმებისა და პრობლემების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული ამხანაგური შეხვედრები გვქონდა...
შვედეთთან თამაშის შემდეგ სტაბილური გუნდი გვყავს, რომლისგანაც გარკვეული მოლოდინები გვაქვს. სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ ეს საკმარისი არაა და კიდევ უფრო მეტის სურვილი არსებობს...
იგრძნობა, როცა გუნდს გამარჯვების განწყობა აქვს და ახლა ეს კარგად გამოჩნდა, ისევე, როგორც ერთიანობა. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს...
ბოლოს
გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ლიდერობის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ. ივნისში ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ბევრი მოთამაშე დაგვჭირდება...
ახლა მთავარი ისაა, რამდენად მოახერხებენ საქართველოში დაბრუნებული ფეხბურთელები (კვარაცხელია, კვირკველია, დავითაშვილი) იმ კონდიციებში ყოფნას, როგორიც ივნისში ეროვნულ ნაკრებში გვჭირდება."
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა - ბენინზე უკან და უგანდაზე წინ
მე მჯერა ქართველი გულშემატკივრების სტადიონებისკენ ვირაზმებით უკვე თამაშიდან თამაშამდე იზდება ქომაგების რაოდენობა და ბიჭებიც დამშეული მგლებივით იბრძვიან მოედნის თითო სანტიმეტრისთვის ეს ნათლად ჩანს ყოველ თამაშში და დაძაბულობაა მთელს ჩემპიონატში ამის შემდეგ როგორ ვერ უნდა დაინახო რომ წინ მივიწევთ?
ჰამბურგის თამაშებიც ავიღოთ მოდი დინამო ბათუმს შევახვედროთ დავინახავთ რომ არაფრითაა ჩვენზე მეტი და პირიქით..მოლოდინები დიდი გვაქვ და მჯერა წინ დიდი გამარჯვებები გველოდება ნაკრებს და კლუბებსაც წინ საქართველო!!