კობიაშვილი კვარაცხელიასა და კვირკველიას კონდიციებზე - რამდენად იქნებიან მზად?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემის "სპორტი იმედზე" სტუმარი იყო, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა:

"კარგი იყო, რომ მთავარმა მწვრთნელმა არაერთი ფეხბურთელი გამოსცადა. ტრავმებისა და პრობლემების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული ამხანაგური შეხვედრები გვქონდა...

შვედეთთან თამაშის შემდეგ სტაბილური გუნდი გვყავს, რომლისგანაც გარკვეული მოლოდინები გვაქვს. სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ ეს საკმარისი არაა და კიდევ უფრო მეტის სურვილი არსებობს...

იგრძნობა, როცა გუნდს გამარჯვების განწყობა აქვს და ახლა ეს კარგად გამოჩნდა, ისევე, როგორც ერთიანობა. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს...

ბოლოს
კრიტიკა ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრას მოჰყვა. გამოჩნდა, რომ ვილი სანიოლს გარკვეული გეგმა ჰქონდა და ახალი ტაქტიკური სქემა წარმატებული გამოდგა. საქმიანი და სწორი კრიტიკა მოთამაშეებსაც ძალიან სჭირდებათ...

გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ლიდერობის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ. ივნისში ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ბევრი მოთამაშე დაგვჭირდება...

ახლა მთავარი ისაა, რამდენად მოახერხებენ საქართველოში დაბრუნებული ფეხბურთელები (კვარაცხელია, კვირკველია, დავითაშვილი) იმ კონდიციებში ყოფნას, როგორიც ივნისში ეროვნულ ნაკრებში გვჭირდება."

altსაქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა - ბენინზე უკან და უგანდაზე წინ

alt"რიბერის სტილში თამაშობს, შეიძლება, ახლა "ბაიერნის" დონის არაა, მაგრამ..." - სანიოლმა ცნობილ გერმანულ გამოცემასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
იმედია, საქართველოს პირველობაზე მოთამაშე ნაკრების წევრები თამაშებს კარგ ფორმაში შეხვდებიან!!! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
14:20 10-04-2022
2
სწორი კითხვაა.დაბრუნებულებს გაუჭირდებათ კონდიციების შენარჩუნება,გაუმჯობესებას აღარ ვამბობ.არადა ხვიჩასაც სჭირდება და კვირკველიას განსაკუთრებით.საბას უკვე საკმაოდ ჰქონდა დაკლებული წონაში,მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება და იმედია შესძლებს საქართველოს პირველობაზე ფორმის აკრეფას.
სოსო
13:57 10-04-2022
11

სიახლეები პოპულარული