კვარაცხელია და "ლიდსი" სატრანსფერო თანხამ ჩაშალა - ინგლისური მედია

AutoSharing Option
ინგლისური Transfer tavern-ი ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საკითხზე წერს, რომლის მიხედვით, გასულ ზაფხულს "ლიდსმა" 18 მილიონი ევრო არ გადაიხადა, თორემ ქართველი გარემარბი მის განკარგულებაში იქნებოდა, გარიგება სწორედ ამის გამო ჩაშალა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს, "ტოტენჰემს" ჰქონდა და თითქოს ხვიჩას კარიერა ამ ქვეყანაში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა ახლა ფავორიტი "ნაპოლია", რადგან ამის შესახებ ფაბრიციო რომანომ დაწერა.

პრემიერლიგის მეთექვსმეტეადგილოსანი "ლიდსი" რაფინიამ უნდა დატოვოს და "ბარსელონას" დაუბრუნდეს, ამიტომ ისინი მისი შემცვლელის ძიებაში არიან. ახლა ფავორიტი "ნოტინგემის" შემტევი ბრენდან ჯონსონია.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხა.

alt"ხვიჩას იტალიაში გაუჭირდება" - ბიშოვეცი

altკვარაცხელიას კარგი ტექნიკა აქვს, მაგრამ ცოტა გააქვს - "ნაპოლის" ექსფეხბურთელი ხვიჩაზე

altკვარაცხელია, როგორც ბიძინა თაბაგარი - რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს ტალანტს?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული