არველაძე: გაჩერებას არ ვაპირებთ... აქ მუშაობა მსიამოვნებს

AutoSharing Option
დღეს, 15 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე, შოთა არველაძის "ჰალი", რომელმაც გასულ ტურში სტუმრად "მიდლსბრო" (1:0) დაამარცხა და კარგ ხასიათზეა, "კარდიფს" უმასპინძლებს. მატჩის წინ ქართველმა სპეციალისტმა ისაუბრა:

"კარდიფის" ბოლო თამაშები ვნახე. მათაც ჰქონდათ აღმავლობა და ჩავარდნა, გარკვეულ ცვლილებებს მიმართეს და სისტემაც კი შეცვალეს. ვფიქრობ, მწვრთნელი საუკეთესო თამაშის ძიებაშია, რაც მათ შეუძლიათ.

მეტოქეს კარგი ახალგაზრდები ჰყავს, რომელთაც საკმაოდ ბევრს ქმნიან. ასევე, გამოცდილი მოთამაშეებიც.

ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ საკუთარი (თამაში) და მეტოქეს ბურთი წავართვათ".

ჩემპიონატში დარჩენა მათემატიკურად იქნება უზრუნველყოფილი, თუ "ვეფხვები" "ბარნსლისთან" 15-ქულიან უპირატესობას შეინარჩუნებენ,
თუმცა არველაძე თვითკმაყოფილებას არ მიეცემა და გათამაშების კარგად დასრულება სურს:

”კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ ხუთი თამაში დაგვრჩა, "ბარნსლის" კი - ექვსი. გუნდს სურს თითოეულ მატჩში მაქსიმალური ქულები მიიღოს და ასე გვინდა გავაგრძელოთ; ძალიან კარგია ამის მოსმენა ბიჭებისგან და აქ მუშაობა მსიამოვნებს."

არველაძის გუნდს დატვირთული კვირა აქვს - 23 აპრილამდე 3 ტური ჩატარდება, ჩემპიონშიპის მიმდინარე გათამაშება კი 7 მაისს დასრულდება.

altარველაძემ ბრწყინვალე სტილში გაიტანა - კაკასა და კარლოსის წინააღმდეგ [VIDEO]

altარველაძე გამოცდილი ნიდერლანდელი შემტევით ძლიერდება

alt"უკეთესი ვარიანტები აქვს და წამოვაო?!" - რეზი არველაძე შოთას ხვიჩაზე ნათქვამსა და საქართველოს ნაკრებზე

altარველაძე sun-ს უკრაინის მოვლენებზე, ქართულ პარალელებსა და სამშობლოს ისტორიაზე ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 6 /
Tamashebi moige shoti egaa mtavari!!!warmatebebi...
L.J .
14:29 15-04-2022
0
ინგლისში მწვრთნელობა ძალიან თულია. მითუმეტეს ჩემპიონშიფი, ერთერთი ურთულესი ლიგაა. მაგრამ შოთამ შეძლო და აუღო ალღო, გამარჯვებებიც თანდათან მოიმატებს. მთავარია პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ჰალი დატოვა ჩემპიონშიფში.
მომავალ სეზონში გადმოსასვლელად იბრძოლებს მისი გუნდი. წარმატებები!
ირაკლი
20:44 15-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული