სულ ცოტაც...
გიორგი მამარდაშვილმა ის გრძნობები გაგვიღვივა, რაც წლებია, აღარ განგვიცდია - ქართველი ფეხბურთელი პრესტიჟული ტიტულის მოპოვებასთან ასე ახლოს იყო. ახლოს კი არა, შეხვედრის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად წარმოგვიდგა...
უბერებელი ხოაკინის მიერ დარტყმული პენალტის მოგერიებამდე ახალგაზრდა კიპერს სულ ცოტა დააკლდა. ეს ემოციური და სევდიანი მომენტი იყო, თუმცა მთავარი მაინც სხვაა - ასეთ მოკლე დროში ქართველი ფეხბურთელის ამხელა პროგრესი აღფრთოვანებას იწვევს. "მამარდამ" სირთულეები უკან მოიტოვა,
ხვიჩა გვანებივრებს
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გარკვეულწილად შიში არსებობდა, რომ მას ეროვნულ ლიგაში საკმარისად მოტივირება გაუჭირდებოდა, თუმცა საპირისპიროს ვხედავთ - "კვარა" შემართულია და თითქოს იცის - თითოეული კარგი თამაში "ნაპოლისთან" რომ აახლოებს. იტალიური მედია ქართველი გარემარბის შესაძლებლობებსა და ნეაპოლელთა მოლოდინებზე საკმაოდ ბევრს წერს.
როცა მოთამაშის დონე ლიგისას ბევრად აღემატება, ეს მის განვითარებას თითქოს ხელს არ უწყობს, მაგრამ ახლა კვარაცხელიასთვის ფორმაში შესვლასა და ხასიათის გამოკეთებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბოლოს პოზიტიურად დამუხტულ ხვიჩას თითქოს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ვხედავდით, სადაც თავსაც იჩენდა.
ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე
რა თქმა უნდა, ვიცით, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული ტურნირი არაა, თუმცა ის ამ კონტინენტის მთავარი გათამაშებაა და ქართველი ფეხბურთელების წარმატებით გამოსვლა სასიამოვნოა.
ვაკო ყაზაიშვილმა - კორეული "ულსანის", ნიკა კაჭარავამ კი კორეული "იაონამის" რიგებში მეტოქეების კარი აიღეს. ნიკას მიერ დამატებით დროში ავსტრალიურ "მელბურთან" (1:1) გატანილმა გოლმა კორეელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი შეუნარჩუნა, ვაკოს გუნდმა კი ჩინური "გუანჯოუ" კიდევ ერთხელ (5:0) დაჩაგრა.
რაც შეეხება აქ მონაწილე კიდევ ერთ ფეხბურთელს - გიორგი გველესიანის ირანულმა "სეპაჰანმა" შოთა არველაძის ყოფილი კლუბი, უზბეკური "ფაჰთაქორი" (2:1) დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქულებით მეორეადგილოსანს, საუდის არაბეთის "ალ ტაავუნს" გაუთანაბრდა.
ასეთი მიქაუტაძე და ქართველი ფორვარდები გვჭირდება
გიორგი მიქაუტაძემ ცოტა არასტაბილური სეზონის ბოლოს თავისი სიტყვა მაინც თქვა. "სერენს" დიდი მიზნები რომ გაუჩნდა და ბელგიის მთავარ დივიზიონში დაწინაურდა, ამაში "ჟორჟს" წარმოუდგენლად დიდი როლი ჰქონდა და გადარჩენისკენ პირველი დიდი ნაბიჯიც ქართველმა ფეხბურთელმა მართლაც მშვენიერი გოლით გადადგა.
ივნისი და "ერთა ლიგა" არც ისე შორსაა და ქართველი შემტევების კარგი თამაში სასიამოვნოა - აზერბაიჯანში დავით ვოლკოვმა "ზირას" დამატებით დროში მოაგებინა და პრემიერლიგაში მე-3 ადგილს მყარად იკავებს - "ნეფთჩისთან" და განსაკუთრებით, "ყარაბაღთან" კი ჩამორჩენა საკმაოდ დიდია.
უნგრეთში ბუდუ ზივზივაძემ ისევ (მე-10 გოლი) გაიტანა და აუტსაიდერი "უიპეშტი" ევროტურნირებისთვის მებრძოლად აქცია...
სანაკრებო შეხვედრებამდე 1 თვეზე ცოტათი მეტი დარჩა და იმედია, ჩვენებურები ამ პერიოდს კარგ ფორმასა და ხასიათზე შეხვდებიან.
ბუდუს მე-10 გოლი "უიპეშტში" და სამწუხარო მარცხი ჩერჩესოვის "ფერენცვაროშთან"
"ხვიჩას მაგია და გოლი-მარგალიტი" - იტალიური მედია
დრამა ფინალში - მამარდაშვილის ჩინებული თამაში და "ვალენსიას" მარცხი პენალტების სერიაში [VIDEO]
მიქაუტაძემ "სერენს" პლეი-ოფის პირველი მატჩი მოაგებინა [VIDEO]
ფეხბურთს და ხელოვნებას თითქმის ერთ დონეზე ვაყენებ :)
ყველასთან ვერ გადაიღებს, ყველას ვერ აჩუქებს მაისურს, ცოტა გაუგეთ ამასაც და ეგრევე სოც. ქსელში ნუ გინდათ რომ უკბინოთ. ცოდოა, ყველას მოლოდინს ვერ გაამართლებს.