ბრიტანული წყაროს მიხედვით, "ჰალის" მთავარი მიზანი "ჰათაისპორის" მალელი ნახევარმცველის, ადამა ტრაორეს შეძენაა. საბა ლობჟანიძის 26 წლის თანაგუნდელს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და მისი გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსითაა შესაძლებელი.
ტრაორეს მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. ის თურქეთში "მეციდან" გადაბარგდა, სადაც მაშინ გამოდიოდა, როცა ფრანგული კლუბის წევრი გიორგი
რაც შეეხება არველაძის გუნდს - ახლა მათი მთავარი საზრუნავი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც იჯარით ჰყავთ აყვანილი, მათ შორის, ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედიდან".
ჩემპიონშიპის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. ქართველი სპეციალისტის გუნდი მე-18 ადგილზეა, ლიგაში დარჩენა გარანტირებული აქვს, მომავალში კი პრემიერლიგისთვის ბრძოლას აპირებს.
არველაძე: გაჩერებას არ ვაპირებთ... აქ მუშაობა მსიამოვნებს
არველაძემ ბრწყინვალე სტილში გაიტანა - კაკასა და კარლოსის წინააღმდეგ [VIDEO]