ბათუმის "დინამოს" 29 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მალე ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს. მიზეზი ქრონიკული ტრავმები და რეციდივებია, რომლებმაც მაღალ დონეზე თამაშის საშუალება არ მისცა, - იტყობინება "სპორტ-ექსპრესი".
ანანიძე "სპარტაკში", "როსტოვში", "კრილია სოვეტოვში", "ანორთოსისსა" და თბილისის "დინამოში" თამაშობდა, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ეროვნულ გუნდში კი 45 მატჩში 7 გოლი გაიტანა.