დე ლაურენტისმა კვარაცხელიას მეტსახელი შეარქვა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ემპოლისთან" საშინელი წაგების შემდეგ Radio Kiss Kiss-ის ეთერში გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. მან თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დამატება გადაწყვეტილია, იმედია, ეს დიდი ტრანსფერი იქნება, დრის მერტენსს კი ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გასაგრძელებლად შეხვდება.

sport.sky.it-ი და football-italia აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია იტალიურად "კუარასკელიად" წარმოითქმის, მისი წარმოთქმა ძნელია და დე ლაურენტისმა თიკუნი მოუგონა:

"შემიძლია "ჯორჯა" დავარქვა, მაგრამ ეს სახელი მომღერალს ჰქვია. დიდი ალბათობით, "ძიძი" იქნება. ეს უფრო მარტივია. ასეთი სახელის მქონე იქნება ის ყველა ნეაპოლელისთვის".

ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას ხუთწლიან ხელშეკრულებას
გაუფორმებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
შენ ყველაზე კარგი იქნება,თუ სტადიონს გააკეთებ რას გავს ,ვისღასაქვს მასეთი გაშლილი სტადიონი.(ქუთაისშია კიდევ).მიდი თანამედროვე შეუბერე.
კახა ქ.
28 აპრილი 2022 18:34
0
ეს ლეტნად ხომ არ არის?
პეტროსი
28 აპრილი 2022 16:52
0
კვარადონა
)))
28 აპრილი 2022 16:21
0
სულ ცოტა ხანში ისე დაიზეპირებთ, რომ საერთოდ არ გაგიჭირდებათ. სკუადრა აძურას თუ ამბობთ, კვარაცხელიასაც ადვილად იტყვით. ნახავთ თუ არა...
ქართველი
28 აპრილი 2022 12:37
0
გადაეცით ამ ჩემა ლალას,რომ ჩვენ იმედს კვარას ვეძახით შემოკლებით!
ზურა
28 აპრილი 2022 11:16
0
ჯონ მალხაზ შალიკაშვილს შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალი სამხედრო თანამდებობები ეჭირა თვით პენტაგონის შეფობამდე. მოთხოვეს გვარის შემოკლება-შეცლა, ძნელი წარმოსაათქმელია შალიკაშვილიო. ჯონ მალხაზი კი ღირსეულად მოიქცა და თქვა, ეგ თქვენი პრობლემაა თუ ვერ წარმოთქვამთო და არ შეიცვალა გვარი. ასეა კვარაცხელიას შემთხვევაშიც. რა ძიძი, რი ძიძი.
ბადრი
28 აპრილი 2022 10:59
0
ჩვენმა ბიჭმა მოედანზე ცეცხლი დაანთოს და 2-3 თამაშის მერე მშვენივრად ისწავლიან სახელის წარმოთქმას.
ALONZO
28 აპრილი 2022 10:54
0
მიდი კვარა, ასწავლე მაგ გაუნათლებლებს ქართული.
ჰაჰა
28 აპრილი 2022 10:44
1
ხოხ ძიძი დაუძახე ბებიაშენს:))))) ხვიჩა დაუძახონ და ეგ არის. რაიყო ბევრს ქვია ევროპაში ხვიჩა?
დიმო
28 აპრილი 2022 09:47
1
კვალიარელას ამბობთ სხაპასხუპით თქვე კაიხალხო და კვარას თქმა რა გაგიხდათ?
შაკო
28 აპრილი 2022 08:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული