გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჯანო ანანიძე ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს, კომენტარი რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ვალერი კარპინმა გააკეთა:
"ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე მოხდა. ასეთმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა უამრავი ტრავმის გამო თავის წარმოჩენა ვერ მოახერხა. ამით ხომ ცხოვრება არ მთავრდება, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.
გახდება თუ არა მწვრთნელი? მე არ შემიძლია ვურჩიო, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს".