ქეცბაიას ინგლისის პრემიერლიგის კლუბს უკავშირებენ

AutoSharing Option
watfordobserver-ის თანახმად, შესაძლოა, თემურ ქეცბაია "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

როგორც წყარო წერს, უკვე გადაწყვეტილია, რომ როი ჰოჯსონი გუნდს აღარ უხელმძღვანელებს. "უოტფორდი", რომელსაც სეზონის დასაწყისში თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი ჩისკო წვრთნიდა, პრემიერლიგიდან გავარდნის კანდიდატია - სამშვიდობო ზონაში მყოფ "ლიდსს" 9 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება ქეცბაიას, რომელსაც საფეხბურთო კარიერის დროს "ნიუკასლსა" და "ვულვზში" უთამაშია, ის ახლა კვიპროსულ "ანორთოსისს" თავკაცობს და ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის.

altქეცბაია: პასუხისმგებლობა მე მეკისრება

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვააა, ძალიან მაგარი იქნება, კვამლი უცეცხლოდ არ არის...
mamuka09ze
14:07 28-04-2022
1
დიდება უფალს წარმატებები ქეც
kaka
16:55 28-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული