"კვარაცხელიას ყველა მახასიათებელი აქვს, რომ "ნაპოლის" სუპერტრანსფერად იქცეს. უკვე არსებობს სტატისტიკა, რომელიც კარგად წარმოაჩენს "ლურჯების" მომავალ მოთამაშეს - გუნდსა და ეროვნულ ნაკრებში კვარაცხელია თამაშში საშუალოდ 5.9 დრიბლინგს ცდილობდა და 3 წარმატებით გამოსდიოდა. სპალეტის ამჟამინდელ გუნდს რომ შევადაროთ, დრიბლინგში საუკეთესო კამერუნელი ანდრე ზამბო ანგუისაა, რომელსაც ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2.6 აქვს, აქედან 1.9 წარმატებული.
ხვიჩა არაპროგნოზირებადი და კრეატიული მოთამაშეა. როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, ქართველი მარცხენა გარემარბია, დარტყმის შესანიშნავი ოსტატობით, რაც ხარისხიანი
მოთამაშის სუფთა ხელფასი დაახლოებით ერთი მილიონი ევრო, მთლიანი ოპერაცია კი 15 მილიონი იქნება."
კვარაცხელია ახლა ბათუმის "დინამოსთან" ერთად ეროვნული ლიგის მომდევნო ტურისთვის ემზადება - 29 აპრილს "ბოლნისის" სიონს" ესტუმრება.
"ის "ნაპოლიში" მარადონასავით იქნება!" - ცნობილი რუსი ჟურნალისტი ხვიჩას ტრანსფერზე საუბრობს
იტალიაში ხვიჩას სახელის წარმოთქმა დიდ პრობლემად იქცა [VIDEO]