"ხვიჩას პერსპექტივა და პრობლემები "ნაპოლიში" აკვიატებული იდეების სპალეტისთან" - ჟურნალისტის ყურადსაღები ანალიტიკა

AutoSharing Option
რუსულ პრესაში ბათუმის "დინამოს" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლა აქტიურად განიხილება. sports.ru-მ ქართველის ტრანსფერზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ნეაპოლურ გუნდში მისი შანსები შეაფასა. უნდა ითქვას, საკმაოდ მაღალ დონეზე - თითქოს ავტორმა სადიპლომო ნაშრომი მოამზადა.

ხვიჩასთვის "ნაპოლიში" რთული იქნება: სპალეტი ინსტიქტურ დრიბლიორებს ზღუდავს და თავიდან იცილებს მათ, ვინც მითითებებს არ ასრულებს

ჟურნალისტი ანდრეი კლეშენოკი კვარაცხელიას კონკურენტებსა და პერსპექტივებზე

"ხვიჩა კვარაცხელია მაინც გადავიდა "ნაპოლიში" 10 მილიონ ევროდ - შემდეგ სეზონში განაცხადში ინსინიეს ადგილს დაიკავებს.

დღევანდელი "ნაპოლი" ბურთის ეფექტური ფლობით სერია A-ს საუკეთესო
გუნდია,
საჯარიმოსთან მისვლის ფართო ცვალებადობით და სართულებს შორის ბურთის თავისუფლად გადაადგილებით. დღევანდელი ხვიჩა - ნათელ ექსპრომტებში გართული დრიბლიორია, რომელიც მზადაა იტალიელი მცველები ხერხემალში იმათზე ნაკლებად არ გადატეხოს, ვიდრე რუსები.

გაისმის როგორც ნათელი მომავლის საგზაო რუკა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. ხვიჩამ აირჩია ძალიან "შეკუმშული" და მექანიზირებული ლიგა, სადაც ზეაღფრთოვანებას იმპროვიზაციას ამჯობინებენ. ბურთის დაკარგვის მაღალპროცენტიან მის კოლორიტულ სტილს დიდი ალბათობით შეუზღუდავენ. ქართველის პერსპექტივები დამოკიდებულია მწვრთნელთან მოხვედრაზე, რომელიც მზადაა ის თავისი პლუსებითა და მინუსებით მიიღოს.

გავერკვეთ, რა ელის ნეაპოლში.

ახალწვეულებისთვის სპალეტი ძალიან რთული მწვრთნელია. ის აუმჯობესებს მოთამაშეებს, თუმცა სამაგიეროდ საჭიროა მის მითითებებს მიჰყვე.

სპალეტი იტალიაში ყველაზე მოხერხებული და კრეატიული მწვრთნელია. თამაშისადმი დოგმატურ მიდგომას გაურბის, არასოდეს აუწყვია გუნდი შემსრულებლების იდეით და ადვილად ადაპტირდება ყველაზე რთულ ვითარებაში. თვით მისი საუკეთესო ქმნილებანი შემოქმედებითი ადაპტაციისას შეიქმნა. 16 წლის წინ ცრუ ცხრიანის როლი ააღორძინა, რადგან ყველა თავდამსხმელი ტრავმირებული ჰყავდა და ტოტი "ოქროს ბუცამდე" მიიყვანა. ამაშია მისი მეთოდის არსი. იდეა გუნდების მახასიათებლების მიხედვით იბადება.

ის არც ანჩია (ანჩელოტი) და არც ალეგრი. მათი მიდგომა შემტევ ფაზაში მინიმალურ მითითებებს ვარაუდობს: სტრუქტურა ფეხბურთელთა მიხედვით განისაზღვრება - ამიტომ არ თამაშობენ განსაზღვრული დონის შემსრულებლების გარეშე. ლუჩანოსთან უფრო რთულადაა. ტაქტიკის ფორმირებას მართლა მის ხელთ არსებული "მასალის" მიხედვით ახდენს, თუმცა შიგნით შექმნილი სტილით ასეულობით ავტომატიზმის სწავლას აიძულებს.

სპალეტის აკვიატებების შესახებ ლეგენდები დადის. ცალკე ავარჯიშებს ყველა რგოლს: ამუშავებს ურთიერთმოქმედებას, პოზიციას ბურთის მდგომარეობის და მოთამაშეთა შორის მანძილის მიხედვით. შემდეგ იწყება ვარჯიში. გუნდი ორად იყოფა, მაგრამ ორმხრივი მატჩის ნაცვლად მატჩის მოდელირებას ახდენს. "ჩვენ ვიმეორებთ სათამაშო სიტუაციებს 11X11-ზე, როგორც კვირას, აუხსნა პრინციპის მიდგომა. - ფორმულა 1-ის მრბოლელი სავარძელში რულით ხელში არ ჯდება, ამისთვის ემზადება, ტრასაზე ისევე უხვევს, როგორც გრან-პრიზე".

სპალეტი სისტემური მწვრთნელების უმეტესობაზე უფრო კოდირებს თამაშს. მისი ფეხბურთი - მეხსიერების ფეხბურთია. მასთან შეგუება ძნელია. ლიუდოვიკ ჟიული ტოპ-დონეზე 14 სეზონის, ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალის, "მონაკოსა" და "ბარსაში" მოპოვებული 8 ტიტულის შემდეგ, მასთან 31 წლის ასაკში მოხვდა და ახალწვეულად გრძნობდა თავს.

"რომში ჩასვლამდე ტაქტიკაზე ბევრი რამ არ ვიცოდი. სპალეტისთან 3 თვეში ვისწავლე. თავიდან შოკში ვიყავი. ყველანი ერთი და იგივეს აკეთებდნენ და თავს ისე ვგრძნობდი, რომ ფეხბურთის თამაში არ შემეძლო. მეჩვენებოდა, თითქოს ვიდეო-თამაშში ვცხოვრობდი, სადაც ყველაფერი ყოველ დილით მეორდებოდა. მატჩებისას კი შევიტყვე, რომ ვარჯიშებზე ნამუშევარს აზრი ჰქონდა. ყველამ იცოდა, მოედანზე რა უნდა გაეკეთებინა", - იხსენებდა ჟიული.

ასეთი მიდგომა მსხვერპლს მოითხოვს. სპალეტი მომგებიანად ახალისებს შემტევებს, ხოლო სამაგიეროდ თავისუფლებას ართმევს. სწორედ ამიტომ ხშირად კამათობდა ინტელექტუალურ ფეხბურთელებთან. "რომადან" კასანო გააძევა და კინაღამ ეჩხუბა ტოტის. ორივეს მწვრთნელის მეთოდები არ მოსწონდა: მაგალითად, ჩესკოსგან მოითხოვდა ისე ერბინა, როგორც ყველას და მითითებები შეესრულებინა.

ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, თუ რატომაა დრიბლინგის მხრივ "ნაპოლი" სერია A-ში მე-12 ადგილზე და ეს იმ დროს, როდესაც ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორები ჰყავს (ზელინსკი, ინსინიე, მერტენსი, პოლიტანო, უნასი). ლუჩანომ თავისი ხედვა პირადი მაგალითით ახსნა: "მე ანარქიულად ვთამაშობდი. დრო და დრო რაღაც განსხვავებულს გავაკეთებდი, ინდივიდუალურად ვიმოქმედებდი, რათა საკუთარი თავისთვის რაღაც დამემტკიცებინა. ვაკეთებდი იმას, რასაც ახლა ჩემი ფეხბურთელებისგან ვერ ვიტან".

ხვიჩას ფლანგური სოლოები ცუდად შესაბამისი იქნება ასეთ ფეხბურთთან. თუ ქართველი რისკს სიკაშკაშის ხარჯზე არ შეამცირებს, პრობლემები ელის.

ერთი ასეთი დრიბლიორი "ნაპოლიში" უკვე არის და სათადარიგოებიდან გამოძრომას ვერ ახერხებს, მაგრამ ხვიჩას მაინც აქვს ნეაპოლში პერსპექტივა.

არის კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც გვაჩვენებს შეუსაბამობას კვარაცხელიას პროფილსა და სპალის ხედვას შორის: "მე რომ ფანტაზისტი შემომთავაზონ, ვინაც ერთ მატჩს მოიგებს და შემდგომ სამში გაქრება, მასზე უარს ვიტყოდი".

ხვიჩას სულ ტყუილად ადარებენ ინსინიეს. ლორენცო ძალიან სისტემური მხატვარია. კარგად გრძნობს სტრუქტურის ნიუანსებს და მათ იმდენად ჭკვიანურად იყენებს, რომ მუდმივ იმროვიზირებად შემოქმედად მიგაჩნია, სინამდვილეში განსაკუთრებულად ინტელექტუალურად თამაშობს. მისი მოქმედებები ყოველთვის გააზრებულია, ამიტომაა სასარგებლო მაშინაც კი, როდესაც რუტინას სცდება. ხვიჩა სხვანაირია. ის აფეთქებებზე განუმეორებელია, ოღონდ თუ რაიმე არაჩვეულებრივს არ აკეთებს, მაშინ გუნდისთვის სარგებელი თითქმის არ მოაქვს.

ნეაპოლში ქართველის რეალური ასლი ადამ უნასია. გასული წელი იჯარებში გაატარა და სერია A-ს საუკეთესო დრიბლიორი გამორჩეული მაჩვენებლით (4.5 90 წუთში) გახდა. გააერთიანა სიკაშკაშე და შთამბეჭდავი ეფექტურობა: ალჟირელი ბევრს "ატყუებდა" სახიფათო ზონებში და თითქმის არ კარგავდა ბურთს (წარმატებულობის 72.4%). თუმცა, სპალეტი შემოქმედი "მატყუარების" ფანი არაა. უნასმა 439 წუთი ითამაშა და მხოლოდ ორჯერ მოხვდა სასტარტოში. ხვიჩა მწვრთნელისთვის კიდევ უფრო ნაკლებად მისაღებია - უფრო ხშირად კარგავს ბურთს, კარიდან შორს უფრო ხშირად მიდის რისკზე და ბოლო მესამედში ისე სახიფათო არაა.

მნიშვნელოვანია, რომ სპალეტიმ შეიძლება აგვისტომდე გუნდში ვერ გაძლოს. ზოგიერთი ინსაიდერები წერენ, რომ დე ლაურენტისი სეზონით უკმაყოფილოა. მის სავარაუდო შემცვლელად ვინჩენცო იტალიანოს "ფიორენტინადან" ასახელებენ. ასეთი ცვლილება ხვიჩასთვის მხოლოდ პლუსია: იტალიანო თამაშს სწრაფი ფლანგური დრიბლიორებით აგებს.

ფლანგებზე "ნაპოლიში" სერიოზული კონკურენციაა: არიან გამოცდილი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ტალანტები, თვით მწვრთნელის შეცვლა და ინსინიეს წასვლა არ არის ხვიჩასთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტი. "ნაპოლიში" სამი ვინგერი რჩება. კიდევ რამდენიმე წარმატებული იჯარიდან დაბრუნდება.

მარჯვენა ფრთაზე მთავარ გარემარბად 28 წლის იტალიელი მატეო პოლიტანო რჩება, რომელსაც სერია A-ში 226 მატჩი აქვს ჩატარებული და ნაკრებში წარმატებული გამოცდილებაც მიუღია. გასულ სეზონში დრიბლინგის მეშვეობით გოლების რაოდენობით ლიგის ლიდერი გახდა. მატეო ტიპიური ელექტრონული ვინგერია: ტექნიკური, მანევრირებადი, მოკლე დისტანციებზე მწვავედ მოქმედი, ვინაც მცველებს ტემპის მუდმივი ცვალებადობით აბნევს, თუმცა ფიზიკურად შეზღუდულია და ძალიან მრავალფეროვანი არ გახლავთ.

მეორე არჩევანი - ირვინგ ლოსანო. რამდენიმე წლის წინ მსოფლიო დონის მომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ მწვერვალზე ბოლო ნაბიჯი ვერაფრით ვერ განახორციელა. არის იმის ალბათობა, რომ ინსინიეს წასვლის მერე მექსიკელი ძირითადი მარცხენა ვინგერი გახდება, ჯერ კი პოლიტანოსთან მარჯვნივ სათამაშო წუთებს იყოფს. ის ხვიჩას შემოქმედებითობითა და დრიბლინგით ჩამორჩება, მაგრამ გაცილებით სჯობია მიზანდასახულობითა და სისწრაფით: ოთხჯერ გაიტანა სეზონში 15 გოლზე მეტი და 35,7 კმ/სთ სისწრაფე "განავითარა".

მესამე ვინგერი - ადამ უნასი. პლუს ფრთაზე ელიფ ელმაზიც თამაშობს ხოლმე. ის ქართველს სისწრაფეში ჩამორჩება, თუმცა უბურთოდ მოძრაობისა და საჯარიმოში მოქმედების მხრივ უკეთესია.

ფეხბურთელთა ასეთი არჩევანისას თითქოს ხვიჩას მეორე არჩევანი ნებისმიერ ფლანგზე გარანტირებულია, მაგრამ ზაფხულში იჯარიდან კიდევ ორი პოტენციური კონკურენტი დაბრუნდება. 23 წლის ალესიო ძერბინი - შედეგიანობის მხრივ სერია B-ს მეორე ვინგერი, რომელმაც 30 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და რომელსაც დაცვასა და შეტევაში ერთნაირად სასარგებლოდ მუშაობის იშვიათი მონაცემები გააჩნია. 22 წლის ჯანლუკა გაეტანო - მარჯვენა ფრთაზე მოთამაშე პროფილური ნახევარმცველი. ორივემ წელს ძალიან კარგად გამოანათა და იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, "ნაპოლი" მათი პროგრესით მოხიბლულია.

თუმცა, ხვიჩასთვის მთავარი საფრთხე "სასუოლოდან" ჰამედ ტრაორეს შესაძლო გადასვლაა. სენეგალელი გუნდური სტრუქტურის ბალანსირების ხარისხით და სტილით ინსინიეს მემკვიდრეა. ამასთან სერია A-ში დრიბლინგით მეორეა (3.1 90 წუთში).

***
მიუხედავად ყველაფერ ამისა, "ნაპოლიში" გადასვლა სწორი ნაბიჯია. კონკურენცია ნებისმიერ ევროპულ ტოპ-კლუბში გარდაუვალია. წყობა შეცვლილი და გარდაქმნილი ნეაპოლური ფლანგები ამ მხრივ უფრო პერსპექტიულია, ვიდრე სხვა დიდი კლუბების მოძველებული ფრთები.

სპალეტისთან პოტენციურ თანამშრომლობაში პლუსიც არის. ავტომატიზირებული ფეხბურთი სერიოზულ ადაპტაციასა და ბურთთან ზედმეტ შეხებაზე უარის თქმას მოითხოვს, სამაგიეროდ ქართველის მთავარ პრობლემას გადაჭრის - დრიბლინგსა და სიმწვავეს შორის დისბალანსს. კოდიფიკაცია ათავისუფლებს მოედნის ცენტრში შემოქმედებითი ენერგიის დახარჯვისგან. თუ კვარაცხელია საერთო ანსამბლში ჩაეწერება, ლუჩანო მას უკეთესს გახდის".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვისურვებდი ამ დონის ანალიტიკური სტატიების ხშირად წაკითხვას, რაც მთავარია ქართველთა ავტორობით
baggio
09:02 07-05-2022
0
აი ეს არის ფეხბურთის სწორი ანალიზი,თან ყველაფერია ნათქვამი ნაპოლში დღეს რა ხდება.ესეთი ანალიტიკოსები ჭირდება დღეს ქართულ ფეხბურთს.პროფესიონალებს ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობაა აქვს ყველგან.კვარაცხელიამ კი გვარიანად ოფლი უნდა ღვაროს და თავისი ნიჭი ბოლომდე უნდა გამოიყენოს, სხვანაირად ნაპოლის ძირითადში მოხვედრა გაჭირდება.ბოლო ბოლო მექსიკის ამომავალი ვარსკვლავი ლოსანო დასვეს იქ სკამზე.ნაპოლი კი შემტევი ფეხბურთელებისთვის იდეალური და ძაან მაგარი კლუბია.წარმატებები კვარას.
qomagi
15:30 07-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული