"ხვიჩა ვერ ითამაშებს და ვერ აღმოჩნდება "ნაპოლიში" - რუსი "სპეციალისტის" სურვილი და დამოკიდებულება

AutoSharing Option
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. დღეს calcionapoli24 წერს, რომ გარემარბი მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე უნდა ჩავთვალოთ პატარა მომხიბვლელ პრინცად. ეროვნულ ლიგაში კვარაცხელიას თამაშს იტალიური მედია ყურადღებით აკვირდება და აშუქებს. მოლოდინი დიდია. რუსეთში ბევრი ვარაუდს გამოთქვამს, რომ სერია A-ში ქართველს გაუჭირდება. ხშირ შემთხვევაში ეს უფრო მავანთა სურვილი და დამოკიდებულებაა. სხვათა შორის, ცინიკურ კომენტარებს ხშირად საქართველოშიც შეხვდებით, გეგონება, ამ ბიჭს ვინმესთვის რამე დაეშავებინოს. ჩვენს საიტზე ასეთ კომენტარებს უბრალოდ აღარ ვუშვებთ.

Евро-Футбол.Ру-ზე რუსმა საფეხბურთო სელექციონერმა და
ფუნქციონერმა პაველ სტიპიდიმ, რომელიც სარატოვის "სოკოლში", მახაჩყალის "დინამოსა" და "ანჟიში" და გროზნოს "ტერეკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იტალიის ჩემპიონატის დონე შეაფასა და კვარაცხელიას პერსპექტივაზე პესიმისტური პროგნოზი გააკეთა:

"შეხედეთ იტალიის ჩემპიონატს, რას დაემსგავსა? წაიკითხეთ ამ ლიგაში ადრე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელების სერია A-ზე გამონათქვამები. ისინი ამბობენ, რომ დღეს იტალიის ჩემპიონატი ფსკერია, ან ისინი კიდევ იქ როგორც გამოთქვამენ და მე ვეთანხმები. როდესაც ადამიანები 36, 38, 42 წლის ასაკში თამაშობენ, ეს ქვეითად მოსიარულეთა ფეხბურთი გამოდის.

თუმცა კვარაცხელია თვით იტალიაშიც ვერ ათამაშდება, რადგან ისევ ვამბობ, მისი დონე - საქართველოს ჩემპიონატია. რუსეთში მან ცოტა გაიბრწყინა და სწრაფად ჩაქრა. ჩვენთან ჟურნალისტებმა მისგან პირდაპირ პელე შექმნეს, ის კი უცბად ჩაიფუშა. თუ ძლიერი ფეხბურთელია, ვინ უშლიდა ხელს? მე საერთოდ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მართლა აღმოჩნდება "ნაპოლიში".

მკითხველის კომენტარები / 31 /
საკუთარ ბოღმაში დახრჩობას გისურვებთ!
Thomas
10 მაისი 2022 20:00
1
მთავარია იტალიური პრესა რასაც წერს კვარაზე. კარგი პრესააქვს, ყველა აქებს და მთელი ნეაპოლი სულმოუთქმელად ელოდება ამ ბიჭს. ეტყობა იტალიურ პრესას ოკუპანტებიც აქტიურად კითხულობენ და ბოღმას ვეღარ მალავენ, რომ ამ ბიჭს ყველაფერი კარგად მისდის. თავს ვერ პატიობენ რომ ვერ დაღუპეს კვარა და ვერ ჩააქრეს. ის ძან მაგარი ადამიანი და ფეხბურთელია. ბევრჯერ გააპობს მათ ბოღმიან გულებს სერია A-ში გატანილი გოლებით და კარგი თამაშით. რითაც გაახარებს ქართველების და ყველა მისი გულშემატკივარის გულებს. გენაცვალე კვარა!
ირაკლი
10 მაისი 2022 23:08
1
ჯერ ანჟი, მახაჩკალის დინამო და ასე შემდეგ რა მოსატანია? მერე იქ ხანდახან რაღაც თანამდებობაზე მომუშავე ვიღაც გაბოროტებული რაშისტის ნაბოდვარი? რატომ წერთ ვიღაც იდიტი და არაკომპეტეტნურ იდიოტების მონაბოდვარს? მე ვიტყვი და გავმეორდები რომ ჯერ მკითხაობაა ყველას გამონათქვამი როგორც უნდა კომპეტენტური იყოს, რა და როგორ იქნება საწყისი პერიოდი გვიჩვენებს. ისე კი რატომ ვერ გაამართლებს? სერია-A ში კალაძემ გაამართლა, მჭედლიძეს როცა ტრამვა არ ქონდა არც ისე ურიგოდ გამოიყურებოდა, იმდენი გაცდენილი დროის შემდეგაც. ხვიჩა მათზე გაცილებით ნიჭიერია და თუ კალაძის შრომისმოყვარეობა გამოავლიანა, მაშინ ვნახოთ ვინ იქნება ევროპაში ხვიჩა.
G.LA
10 მაისი 2022 20:32
1
სხვათა შორის იტალიურად ამ შოვინისტის გვარი,ერთი ასო რომ შევცვალოთ(სტუპიდო),ნიშნავს ,,სულელი,,... ასე რომ ყველა სულელ და შოვინისტი(რომ არც მალავენ!!!) გახეთქილან ბოღმით!!! ბ.თ.აბა ესენი ხვიჩას სადმე გაუშვებდნენ რუსეთიდან,ისე შურთ მისი?!!!
გიო.
11 მაისი 2022 12:22
0
მოუსმინეთ ამ კაცს. ჯერ რა კარიერა აქვს-სარატოვი,მახაჩკალა,გროზნო. უდიდესი სპეციალისტია,блядь.
ALONZO
10 მაისი 2022 20:31
1
ვიღაც პიანიცა რუსმა, (და საკითხავია კიდევ, რუსია თუ ...) რაღაც წამოროშა, რა საჭიროა ამის აფიშირება. გამოგელიათ საქმე?
სიმართლე.
10 მაისი 2022 20:43
0
ამისთანა ძალით სელექციონერები, რომ ჰყავთ, იმიტომ არის ფსკერიდან კიდევ უფრო ქვევით მაგათი "ფუტბოლი".
მიეწიეთ იმ თქვენს სამხედრო გემს !!!

აი ეგრე, უიშშ...
ისე მაინც
11 მაისი 2022 11:15
1
არა ბიჭოს,მარტო მაგათმა მირანჩუკებმა უნდა ითამაშონ იტალიაში
გიორგი
10 მაისი 2022 21:34
2
ხვიჩა ყურადღებას ნუ მიაქცევ, ძაღლი ყეფს (ამ შემთხვევაში რუსული), ქარავანი მიდის ნაპოლში
ჟორა
11 მაისი 2022 12:03
0
ესენი ხომ გააგზავნეს მათთვის განკუთვნილ ადგილზე.
ეს ,,პროფესორი,, იქაა დარჩენილი.
იქიდან გაკეთებული კომენტარია ხვიჩა არ გეწყინოს
baggio
11 მაისი 2022 07:20
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული