"ხვიჩა ვერ ითამაშებს და ვერ აღმოჩნდება "ნაპოლიში" - რუსი "სპეციალისტის" სურვილი და დამოკიდებულება

AutoSharing Option
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. დღეს calcionapoli24 წერს, რომ გარემარბი მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე უნდა ჩავთვალოთ პატარა მომხიბვლელ პრინცად. ეროვნულ ლიგაში კვარაცხელიას თამაშს იტალიური მედია ყურადღებით აკვირდება და აშუქებს. მოლოდინი დიდია. რუსეთში ბევრი ვარაუდს გამოთქვამს, რომ სერია A-ში ქართველს გაუჭირდება. ხშირ შემთხვევაში ეს უფრო მავანთა სურვილი და დამოკიდებულებაა. სხვათა შორის, ცინიკურ კომენტარებს ხშირად საქართველოშიც შეხვდებით, გეგონება, ამ ბიჭს ვინმესთვის რამე დაეშავებინოს. ჩვენს საიტზე ასეთ კომენტარებს უბრალოდ აღარ ვუშვებთ.

Евро-Футбол.Ру-ზე რუსმა საფეხბურთო სელექციონერმა და
ფუნქციონერმა პაველ სტიპიდიმ, რომელიც სარატოვის "სოკოლში", მახაჩყალის "დინამოსა" და "ანჟიში" და გროზნოს "ტერეკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იტალიის ჩემპიონატის დონე შეაფასა და კვარაცხელიას პერსპექტივაზე პესიმისტური პროგნოზი გააკეთა:

"შეხედეთ იტალიის ჩემპიონატს, რას დაემსგავსა? წაიკითხეთ ამ ლიგაში ადრე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელების სერია A-ზე გამონათქვამები. ისინი ამბობენ, რომ დღეს იტალიის ჩემპიონატი ფსკერია, ან ისინი კიდევ იქ როგორც გამოთქვამენ და მე ვეთანხმები. როდესაც ადამიანები 36, 38, 42 წლის ასაკში თამაშობენ, ეს ქვეითად მოსიარულეთა ფეხბურთი გამოდის.

თუმცა კვარაცხელია თვით იტალიაშიც ვერ ათამაშდება, რადგან ისევ ვამბობ, მისი დონე - საქართველოს ჩემპიონატია. რუსეთში მან ცოტა გაიბრწყინა და სწრაფად ჩაქრა. ჩვენთან ჟურნალისტებმა მისგან პირდაპირ პელე შექმნეს, ის კი უცბად ჩაიფუშა. თუ ძლიერი ფეხბურთელია, ვინ უშლიდა ხელს? მე საერთოდ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მართლა აღმოჩნდება "ნაპოლიში".

მკითხველის კომენტარები / 31 /
ჯერ ანჟი, მახაჩკალის დინამო და ასე შემდეგ რა მოსატანია? მერე იქ ხანდახან რაღაც თანამდებობაზე მომუშავე ვიღაც გაბოროტებული რაშისტის ნაბოდვარი? რატომ წერთ ვიღაც იდიტი და არაკომპეტეტნურ იდიოტების მონაბოდვარს? მე ვიტყვი და გავმეორდები რომ ჯერ მკითხაობაა ყველას გამონათქვამი როგორც უნდა კომპეტენტური იყოს, რა და როგორ იქნება საწყისი პერიოდი გვიჩვენებს. ისე კი რატომ ვერ გაამართლებს? სერია-A ში კალაძემ გაამართლა, მჭედლიძეს როცა ტრამვა არ ქონდა არც ისე ურიგოდ გამოიყურებოდა, იმდენი გაცდენილი დროის შემდეგაც. ხვიჩა მათზე გაცილებით ნიჭიერია და თუ კალაძის შრომისმოყვარეობა გამოავლიანა, მაშინ ვნახოთ ვინ იქნება ევროპაში ხვიჩა.
G.LA
10 მაისი 2022 20:32
1
მოუსმინეთ ამ კაცს. ჯერ რა კარიერა აქვს-სარატოვი,მახაჩკალა,გროზნო. უდიდესი სპეციალისტია,блядь.
ALONZO
10 მაისი 2022 20:31
1
უჯიშო ხალხი. რას პროფესორობს, იმის ნაცვლად რომ წარმატება უსურვონ როგორ იქცევიან.. არა მარტო ეს, შედით, მიდით, ჩამპიონატის საიტზე და ნახეთ რას უწერენ კვარაცხელიას. ადამიანს რომ კარიერის დანგრევას, ტრავმას, უკუსვლას რომ უსურვებ, მერე რაღატომ უნდა გიკვირდეს რომ ნახევარ მსოფლიოს ძულხარ
დემე
10 მაისი 2022 20:06
1
სამწუხაროდ მსგავსი კომენტარები ქართველებისგანაც მინახავს. საშინელებაა,ახალგაზრდა ბიჭს ტრავმა როგორ უნდა უსურვო, გაგიჟება შეიძლება...
ამ პატარა ასაკში ამდენი ჰეითერის და ცუდის მოსურნის მოგროვება როგორ მოასწრო მიკვირს.
ასეთი ნიჭიერი რომ არ იყოს და ჩვეულებრივი რიგითი ფეხბურთელი იყოს მაშინ კი არ იქნებოდა ეგრე.
Herbst
10 მაისი 2022 20:24
1
ეს კაცი ობიექტურად მსჯელობს უნდა ვაღიაროთ, ბოლო დროს ხვიჩა ვეღარ გამოირჩეოდა რუბინში, აი საქართველოს ჩემპიონატში კი გაცოცხლდა, როგორც ჩანს ჩვენი ჩემპიონატის დონე მას უფრო შეეფერება, ჯერჯერობით. მომავალში რა იქნება, ვნახავთ.
რუსეთუმე არ ვარ მაგრამ
10 მაისი 2022 20:06
49
რუსეთმუ იყო ჯობია,ვიდრე ასე ..რობას ამბობდე კვარაზე.
ALONZO
10 მაისი 2022 20:32
5
საკუთარ ბოღმაში დახრჩობას გისურვებთ!
Thomas
10 მაისი 2022 20:00
1
ხვიჩას მომავალი როგორ აეწყობა,არავინ ვიცით(ყველას დიდი იმედი გვაქვს, მისი),მაგრამ ეს ტაკიმასხარა იტალიის პირველობას ფსკერს რომ უძახის,ქვეყნისას,რომელიც შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა,რუსეთის პირველობაზე რაღას იტყვის,საინტერესოა.თუ იტალია ფსკერია,რუსეთი, სულაც ფეხის ალაგი იქნება.მე არაფერს ვამტკიცებ,მისი სიტყვებიდან გამოდის,ასე.
სოსო
10 მაისი 2022 19:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული