ზაზა ჯანაშია ზუგდიდის "დინამოს" თაღლითური სქემის გამო დასჯას ეხმაურება

AutoSharing Option
ზუგდიდის "დინამოს" პრეზიდენტი, ყოფილი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია, ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ზეგავლენის გამო საკუთარი გუნდის დასჯას ტელეკომპანია "ფორმულასთან" გამოეხმაურა:

"მეც თქვენთან ერთად გავიგე ამის შესახებ. ბრალდებებს გავეცნობით და განმარტებას შემდეგ გავაკეთებთ...

თაღლითურ ფსონებში მონაწილეობას უარვყოფთ, ასეთი რამ ჩემს გუნდში გამორიცხულია. უეფა რასაც დაწერს, ასე ვერავის ვენდობი."

შეგახსენებთ, სადისციპლინო კომიტეტი, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა, გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეოჩანაწერს.

ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი
1906" ეროვნული ლიგა 2-დან ლიგა 3-ში დაქვეითდნენ. გარდა ამისა, კლუბებს 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ, 14 ფეხბურთელს კი 6-12 თვით ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა აეკრძალა.

altთაღლითური ფსონების გამო ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი 1906" ლიგა 2-დან მოკვეთეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
აი პირველ როგში ეს არის დასასჯელი ეს თაღლითი, წლებია ამ მაქინაციებით ფულს შოულობს და ანადგურებს ზუგდიდში ფეხბურთს.

მოსკოვშიც მსგავსი საქციელებით იყო ცნობილი.
მენტალისტი
12:00 24-05-2022
5
უეფას არ ენდობა ეს ალბაათ არც სტრასბურგის სასამართლოს ენდობა :)))
beqa
11:48 24-05-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული