ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე გააფორმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი, თუმცა ჯერ დეტალეტი არ გაამხილა:
"ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, - თქვა ბერიძემ. - ცოტა ხნის წინ "ნაპოლის" წარმომადგენლები ბათუმში იყვნენ ჩამოსულები. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, ყველაფერს - ტრანსფერის ვადებსა და დეტალებზე მაშინ შეიტყობთ, როდესაც ხვიჩა ნეაპოლში წავა.
ასევე "დინამოს" პრეზიდენტმა თქვა, რომ უახლოეს ხანში კვარაცხელიას აგენტთან ერთად ნეაპოლში გაემგზავრება, რათა ხვიჩას ბათუმური კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაზე მონაწილეობის საკითხის გადაჭრას შეეცადონ.

ხო შეიძლება სხვა 21 წლის ფეხბურთელებივით იყოს ეგეც, ამხელა წნეხი რატომ აქვს. რამდენს თხოვენ ბიჭს, გადაბმულად ათამაშეს ეროვნული ლიგა, ახლა აბა ერთი რომელიმე ნაკრების თამაში ჩააგდოს, წამოვა ეგრევე ლანძღვა-გინება. მერე ნაპოლიში წავიდეს და აბა თავიდანვე არ დაიწყოს გოლების შეყრა.
ზედმეტი მოგდით ხალხო ზედმეტი!!