შოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს - "იმედი მაქვს, "ჩაკვეც" აქ იქნება"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი და ამჟამად "ჰალის" თავკაცი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების მოახლოებული თამაშების წინ მიმართვას ავრცელებს:

"მიხარია, რომ მოედანზეც და მოედნის მიღმაც წამოვიდა თაობა, რომელთაც სტადიონზე ერთ დიდ მთლიანობად ქცევა და ერთმანეთის შევსება შეუძლიათ. იქნება ბრენდინგი, ლოგო, დროშა, გერბი თუ ჰიმნი. მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გულშემატკივრის ხმას და ფეხბურთელების დამოკიდებულებებს აერთიანებდეს.

რამდენიმე კვირის წინ, "დინამოების" თამაშის შემდეგ, მოედანზე მოზარდების შესვლა იყო ერთგვარი ახალი ხმა და გულწრფელი ამოძახილი, რაც ამ დიდი აჟიოტაჟისთვის კარგი ბიძგი აღმოჩნდა. დღეს ჩემპიონატში ხვიჩა და მისი თაობის
რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს. ხვალ, იმედი მაქვს, "ჩაკვეც" აქ იქნება და პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, შემდეგ კი გულშემატკივრისთვის ისევ ისე გააგრძელებს თამაშს, როგორც ეს "ერთა ლიგაზე" გააკეთა. ვფიქრობ, ის ენერგია, რაც გიოს საქართველოში დახვდება, საუკეთესო წახალისება იქნება მისი მოტივაციისთვის და კარიერის შემობრუნებისთვის. მათი აქ ჩამოსვლა რაღაც ახლის დასაწყისს უნდა ნიშნავდეს...

ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მძაფრი კავშირი გაჩნდა და ახლა მთავარი სამიზნე სწორედ ის ბიჭები და გოგონები არიან, რომლებიც სტადიონზე კონკრეტული ფეხბურთელის სიყვარულმა და გულწრფელმა ემოციამ მოიყვანა. ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იყო ბრენდინგის ჩამოყალიბების პროცესში - წამოვიდა თაობა, რომელსაც სტადიონზე წასასვლელად მშობლების და უფროსების მხრიდან წახალისება აღარ სჭირდება. ამ თაობას აქეთ შეუძლია უფროსებისთვის მაგალითად იქცეს და აქეთ გვატაროს როგორც ჩემპიონატის, ისე ნაკრების თამაშებზე. წარმატებები საქართველოს და წარმატებები ერთად ყველას, ვინც ჩვენს ფეხბურთს აძლიერებს."

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას თბილისის "დინამოში" განაგრძობს.

alt"მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია..." - ინტერვიუ შოთა არველაძესთან

alt"თუ მოინდომებს, ჩემთან წავიყვან..." - ქეცბაია ჩაკვეტაძეზე

მკითხველის კომენტარები / 5 /
განცხადებებს საქმე ჯობია. ჩაკვეზე უკეთესს ვის წაიყვანდა თავის ჰალში.
7
შოთი როგორც ყოველთვის მაგარ და საჭირო განცხადებას აკეთებს.
კახა ქ.
20:58 01-06-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული