"ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გადაცემა "საფეხბურთო ტაიმ-აუტში" სტუმრობისას გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა:
"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩაკვეტაძე ვერ აეწყო. არადა, როდესაც თამაშობდა, ძალიან მაგარი იყო. ვიმედოვნებ, რომ ახალი სეზონიდან ის თავის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება. "ანორთოსისში" სიამოვნებით წავიყვანდი, თუ სურვილი ექნებოდა. როდესაც ტრავმა გაწუხებს, გერმანიის, ინგლისისა და ბელგიის კლიმატი არ გიხდება. ვფიქრობ, იტალიის ან ესპანეთის ჩემპიონატი უკეთესია, რადგან იქ უფრო ტექნიკური თამაში მიდის", - განაცხადა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, "ჩაკვემ" გასული სეზონის მეორე ნახევარი ბუნდესლიგის მაძიებელ "ჰამბურგში" გაატარა, ახლა კი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და
ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.
მომზადებულია philenews-ის მიხედვით