სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში მიმდინარე ევროპის მინი-ფეხბურთის ფედერაციის, European Minifootball Federation-ის მიერ ორგანიზებულ ევრო 2022-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთთან 0:2 დამარცხდა.
პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 2:0 სძლია, დღეს კი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ავსტრიასთან გამართავს. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 24 ქვეყნის ეროვნული გუნდი ასპარეზობს. ტურნირი ამავე დროს 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია.