"შენი დედას შე**ი" - ხელჩართული ჩხუბი და მოედანზე შევარდნილი გულშემატკივარი... - "ივერიასა" და "გლდანის" მატჩი დაპირისპირებით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რეგიონლიგის (მე-5 ლიგა) მატჩი ხაშურის "ივერიასა" და "გლდანს" შორის ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

როგორც სოციალურ ქსელში გვერდი "ხაშურის სპორტი" წერს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ("გლდანის" ან "ივერიის") ისროლა მინის ბოთლი მოედანზე. შემდეგ "გლდანის" მეკარემ ეს ბოთლი აიღო და უკან სროლის დროს თავში მოარტყა "ივერიის" ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს, რომელმაც დაზიანება მიიღო.

ამავე გვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი კარგად არის. მას სახის არეში 2 "ნაკერი" დაადეს და ახლა კვლევებს უტარებენ. ხაჩიძეს ტვინის შერყევა არ აღენიშნება.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს ბოთლი სახეზე
მოხვდა, გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. მატჩის ანგარიში 2:2 გახლდათ და ის მსაჯს აღარ დაუსრულებია.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ველურები, გულშემატკივარიც და ფეხბურთელებიც!
0
რა გეშველებათ ბიჭო რააა საცოდავებო რა დღეში ხართ ყანააა ოეეეე თქვენ არ ხართ ამ ქვეყნის ღირსები,თქვენ უნდა გმარტავდნენ დიქქტატორები ჩღ.კორეაში რომ არის აი ისე მაგის ღირსი ხარ უსახურო ერო რას გავხარ მართლა რა.
გეგი
21:20 17-06-2022
0

სიახლეები პოპულარული