10:05 16-06-2022
"შენი დედას შე**ი" - ხელჩართული ჩხუბი და მოედანზე შევარდნილი გულშემატკივარი... - "ივერიასა" და "გლდანის" მატჩი დაპირისპირებით დასრულდა [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც სოციალურ ქსელში გვერდი "ხაშურის სპორტი" წერს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ("გლდანის" ან "ივერიის") ისროლა მინის ბოთლი მოედანზე. შემდეგ "გლდანის" მეკარემ ეს ბოთლი აიღო და უკან სროლის დროს თავში მოარტყა "ივერიის" ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს, რომელმაც დაზიანება მიიღო.
ამავე გვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი კარგად არის. მას სახის არეში 2 "ნაკერი" დაადეს და ახლა კვლევებს უტარებენ. ხაჩიძეს ტვინის შერყევა არ აღენიშნება.
მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს ბოთლი სახეზე მოხვდა, გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. მატჩის ანგარიში 2:2 გახლდათ და ის მსაჯს აღარ დაუსრულებია.
მკითხველის კომენტარები / 35 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
როგორც იქნა ახალი სტადიონი ააშენეს ხაშურში და ეს რა იყო?? ეს გულშემატკივრების გადავარდნა მოედანზე რა არის? ამის გამო დაისჯება სტადიონი, დაისჯება კლუბი და ღირდა ამისთვის?? თუ რაიმე დააშავა ფეხბურთელმა მსაჯი იმისთვის არის რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე. ემოციები და ნერვიულობა კარგია ტრიბუნაზე და ეს ბუნებრივი რეაქცია არის და არა ეს რომ შევარდები და ფეხბურთელებს დაერევი!
26
1
რა ფეხბურთელი, რა გულშემატკივარი, რა კომენტატორი. სალვადორში მსაჯი მოუკლავთ ცემით და ჩვენ სიკვდილიანობით თუ ჩამოვრჩებით იმათ,თორემ შეუგნებელი ბრბო ვართ, ჭამა, სმა, მოწევა, ტრაბახი, ლანძღვა, ჩემი და შენი დედის გინება.
26
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული