"მივესალმები ფიფას დღევანდელ განცხადებას. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფიფამ გაახანგრძლივა გადაწყვეტილება და ფეხბურთელებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე შეჩერების შესაძლებლობა მისცა. სურვილის შემთხვევაში, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელსა და მწვრთნელს სანქციის გარეშე შეუძლია საკუთარ კლუბთან კონტრაქტი შეაჩეროს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვისაც რაიმე სახის ვალდებულება აკავშირებს რუსულ კლუბებთან. განსაკუთრებით, იმ ვითარების გათვალისწინებით, რის წინაშეც დღეს
არჩევანის გაკეთებისას თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
ფიფამ ეს გადაწყვეტილება პირველად რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამით უკვე ისარგებლა არაერთმა ფეხბურთელმა. მათ როგორც ევროპულ, ისე ქართულ კლუბებში გააგრძელეს თამაში. იმედი მაქვს, ამ პროცესში ახლაც აქტიურად ჩაერთვებიან ქართული კლუბები და ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს ჩვენს ჩემპიონატში ვიხილავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირაში ქართულ კლუბებს ევროტურნირების მატჩები ელოდებათ."