ბრწყინვალე კუპატაძე - კაცნაკლულმა ბათუმელებმა "სლოვანთან" ფრეს მიაღწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრატისლავაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" გასვლაზე "სლოვანს" დაუზავდა - 0:0.

შეხვედრამ ბრატისლავაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 22 500-იანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. სტუმრებმა მეტოქის პირველი შეტევა მოიგერიეს, ბურთი დაიჭირეს, მომენტს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. ტემპი მაღალი არ იყო, სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, სამი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუპატაძე. სამწუხაროდ, 42-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ბათუმელთა კაპიტანმა კობახიძემ და ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა.

შესვენების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა
„დინამომ“ იქით დაიწყო იერიშების მიტანა: გოლის გატანის შესაძლებლობა ფლამარიონს მიეცა, თუმცა ძლიერად ვერ დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა და გატანა ხოვანმა არ დაანება. „სლოვანის“ მწვრთნელმა ვაისმა შეტევის გასაძლიერებლად 58-ე წუთზე სამმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ჩაკვეტაძე შეუშვა და მასპინძლებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - მედვედევი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენი მეკარე ისევ ვერ დაჯაბნა. 90-ე წუთზე შორიდან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ფრე, 0:0.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში ჩატარდება და სტუმრად მიღწეული ფრისა და „აჭარაბეთ არენაზე“ ჩვეული მხარდაჭერის გათვალისწინებით, „დინამოს“ სლოვაკური ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - დინამო (ბთ) 0:0
გაძევება: კობახიძე (42)

სლოვანი: ხოვანი, მედვედევი, კაშია, აბენა, დე მარკო (ჩაკვეტაძე 58), კანკავა, კუცკა (ჰოლმანი 86), ბარსეგიანი (გრინი 58), ვაისი (ჩავრიჩი 78), ზმრჰალი, რამირესი (საპონიჩი 58)

დინამო (ბთ): კუპატაძე, აზაროვი, კობახიძე, აზაცკი, ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 86), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რეხვიაშვილი 45), დავითაშვილი (ვაწაძე 72), ფლამარიონი (რადინი 72)

მკითხველის კომენტარები / 62 /
კიდევ კარგი რომ არ წააგო ბათუმმა, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. იცი რომ ერთი გაფრთხილება გაქვს და მეორედ ასეთ რაღას აკეთებ, კინაღამ ფეხი მოაგლიჯა მოწინააღმდეგეს ამ კობახიძემ. ასეთი უტვინო როგორ უნდა იყო, ვერ ვხვდები . ვფიქრობ ბათუმში მოიგებენ .
დავით 67
07 ივლისი 2022 04:52
1
გეგუჩაძე მაგრად შეიცვალა ამ ბოლო დროს - მაგარი ტაქტიკოსი დადგა. მისი გუნდი ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს. საუკეთესო ქართველი მწვრთნელია
თენგაბი
07 ივლისი 2022 07:25
1
კარგია რომ არ წავაგეთ, მაგრამ მეტის მიღწევა შეიძლებოდა, მაინც სლოვანისათვის სეზონში პირველი თამაში იყო, თანაც ახალწვეულები ზოგი სულაც ერთი ორი დღის დამატებული ჰყავდა, ჩვენი დინამო კი ფაქტიურად ფორმის პიკშია და ნაკრების საბაზო გუნდია. კობახიძის მოქმედება კი ცალკე თემაა, ნაკრების წევრი,გუნდის კაპიტანი და ამხელა პირადი ამბიციის მოთამაშე ასე თამაშობდეს მოედნის ცენტრში,თანაც ერთი ყვითელი ბარათით დატვირთული.. არ ვიცი..... მე მგონია ჩვენთან გაცილებით მძიმე თამაში გველის. ... კიდევ მაყურემელზე და ატმოსფეროზე ფსონის დადება,ცოტა გადამეტებული ცოტა პროვინციალიზმი მგონია,აიღე- -დაიღე სულ 20 ათასი მაყურებელი იქნება და სტვენის და ე.წ. ტალღების გამორიცხულია კანკავას, კაშიას და კომპანია გული გაუსკდეს ნერვიულობით. სლოვანი ბოლნისი, თელავი და ლოკო არ არის, რომ 15- 20 ათასმა მაყურებელმა მოახდინოს გადამწყვეტი ზეწოლა.
კარგით რაააააა
07 ივლისი 2022 10:08
6
რა უაზროდ კივის ეს კომენტატორი, რა უბედურებაა!! და ეს მოსწონს მაყურებელს :(
odala
07 ივლისი 2022 11:05
11
ბრავო ბათუმი, მეორე ტაიმში 10 კაცით უკეთესები ვიყავით. ყველას მაღალი შეფასება და ყველაფერში დადებითი გარდა იმისა რომ 2 შანსის უკეთესი გამოყენება შეიძლებოდა და კიდევ ერთი- დავითაშვილს ხანდახან ბურთთან დაშორება უჭირს და სხვებიც ხანდახან დროულ პასებს არ აკეთებენ.
მოკლედ ყოჩაღ და მადლობა ბიჭებო! საამაყოები იყავით
გუჯი
07 ივლისი 2022 00:53
0
სუსტი გუნდია ეს სლოვანი. ფეხბურთში ძალიან რთული გასახსენებლი იქნება ისეთი შეხვედრა, სადაც 10 კაცით მოთამაშე გუნდმა ასე დაჩაგროს მასპინძელი. ბურთის ფლობა 50:50-ზე იყო მეორე ტაიმში. ჩემი აზრით, ბათუმში მინიმუმ 3 ბურთს გავუტანთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა დაიჯეროს, რომ საქართველოს ჩემოიონატშიც შესაძლებელია ისეთი გუნდის გაკეთება, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონს დაამარცხებს, სადაც ჩვენი ნაკრების ლიდერებიც თამაშობენ. და ბოლოს, იქნებ ვინმემ დაწეროს, 13-ში იქნებიან თუ არა გაფრინდაშვილი, ფალავანდიშვილი, ჯიღაური?
გელა
07 ივლისი 2022 11:31
2
ამჟამად საქართველოში მიმდინარე გამოცდების სეზონზე ბათუმის დინამომ და ჩაკვემ პირველი გამოცდა ჩააბარეს! წარმატებები მომავალ გამოცდებზე!!!
ვაჟა მასწავლებელი
07 ივლისი 2022 09:43
1
ვულოცავ ბიჭებს შესანიშნავ თამაშს. ვერ გავიგე, რომელი გუნდი იყო ნაკლები შემადგენლობით, ანუ გუნდმა გააგრძელა თავისი თამაში, თითქოს არაფერი მომხდარა, ანუ ასეთ შემთხვევაში გუნდების 99% მეორე ნომრად თამაშობს, აქ კი პირიქით მოხდა და სლოვენი ამანაც დააბნია.
ჟორა გაბრიჭიძე
07 ივლისი 2022 10:55
1
ვამბობდი და გავიმეორებ, ჩეხები, სლოვაკები, სკანდინავიელები და კიდევ ბევრი აღმოსავლეთ ევროპიდან არიან კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდები. ამიტომ კი ვარ ოპტიმიზმით განწყობილი, მაგრამ გეუჩაძეს ვთხოვ ბათუმშიც არ შეუტიოს უაზროდ, ეცადოს დაცვიდან გამოიტყუოს ან სხვა რამე მოიფიქროს. მთავარია უაზროდ არ შეუტიოს.
ეგრეა
07 ივლისი 2022 09:27
0
მართალი ხარ, მახსოვს ზესტაფონით როგორ უტევდა ნეფჩს გასვლაზე და 0-3 წააგეს.
Sxalteli
07 ივლისი 2022 09:54
0
კარგი დასაწყისია. იმედია ბათუმში მოვიგებთ. ერთი მაინც მინდა ვთქვა, საერთაშორისო თამაშებზე ზურგზე ქართულ ენაზე წარწერა, უხერხუული ხომ არ არის. უცხოელმა როგორ წაიკითხოს გვარები?
თამაზი
07 ივლისი 2022 09:15
13
პირიქით ძალიანაც საამაყოა! ყველას, რომ ჩვენ ვუწევთ ანგარიშსს, იმიტომაც გვაზიან თავზე.
თამაზსს
07 ივლისი 2022 11:11
4
როგორ და ქართული ისწავლონ, როგორც მე ვისწავლე რუსული და ინგლისური. სხვა ალტერნატივა არ არსებობს
დავით 67
07 ივლისი 2022 14:05
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული