ფუტსალი - საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

AutoSharing Option
7 ივლისს ნიონში ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, გუნდები თორმეტ 3-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელგიის და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

მეინ-რაუნდის მატჩები ორ წრედ, 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის მარტში გაიმართება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული