"დილა" ფინეთში დამარცხდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ სტუმრად „კუპსთან“ 0:2 დამარცხდა.

თამაში თანაბარი იყო, მომენტები ბევრი არ შექმნილა. 32-ე წუთზე "კუოპიო პალოსუერა" ლატვიელმა ლეგიონერმა იკაუნიეკსმა დააწინაურა, კომპენსირებულ დროში კი ვაირინენმა პენალტით მეორე გოლი გაიტანა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს გორში გაიმართება.

კუოპიო. „კესკუსკენტან ტეკონურმი“
კუპსი - დილა 2:0
გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (32), 2:0 ვაირინენი (90+1, პენ)

კუპსი: კრეიდი, ტოივომაკი, რიკარდო, ტომასი, კარილო, უზოჩუკვუ, ბისპო, პოპოვიჩი (დალსტრიომი 76), ანტვი, იკაუნიეკსი, ვაირინენი

დილა: კანევცევი, ჩიტეიშვილი, ნონდი, ჭიჭინაძე, ვანდერსონი. მოსიაშვილი (მადინგა 74),
სანტოსი, გაგნიძე, ღუდუშაური (გალე 74), კაპანაძე (სპანდერაშვილი 86), გომისი (დრამე 61)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
მოვახერხე და ვუყურე თამაშს,გორმა ბევრად უკეთ ითამაშა,ვიდრე თბილისმა და საბურთალომ. თან გორს შედარებით ძლიერი მეტოქე ყავდა, თან სტუმრად იყო.
ასეა ეს
17:34 08-07-2022
0
შუადღეს მაინც დაუნიშნეთ თამაში გორში, უჭირთ სიცხეში თამაში მაგრამ ისეთი უფხო და უიღბლოები ხართ წვიმა იქნება მაგ დღეს. თან შუა დღე კარგია ღამით შუქი გეთიშებათ სტადიონზე
რაბუ
13:40 08-07-2022
0

სიახლეები პოპულარული